LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს არის ჩემი მთავარი ვნება…განათლების გავრცელება” – ახალქალაქის 6 სოფელს ქართული ბიბლიოთეკები აქვს

85
109859243-283615259633810-7030976918640477636-n

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი განაგრძობს სოფლის ბიბლიოთეკების მხარდაჭერას, მათი წიგნადი ფონდის განახლებას, ხოლო იმ სოფლებში, სადაც ბიბლიოთეკები საერთოდ არ არის, ახალი ბიბლიოთეკების მოწყობას. ამჯერად ახალქალაქის 6 სოფელში: აბულში, თახჩში, ბუზავეთში, აზმანაში, აფნიაში, გოგაშენში  ქართული ბიბლიოთეკები მოეწყო.

„ეს არის ახლა ჩემი მთავარი ვნება და საქმეც: განათლების გავრცელება. ვივლით ყველგან, მთაში და ბარში, უშორეს სოფლებში, სკოლებში, სადაც ორი მოსწავლე ჰყავთ. ვივლით მტკიცედ. აი, აქ, ამავე გვერდზე ათასზე მეტი სოფლის მოვლის ამბავი იყო – შემოვიდნენ ჩვენი დიდი ხნის ნაცნობები და გაანადგურეს.

 

ამბები გაანადგურეს, ბიბლიოთეკები ვერა. ჰოდა, ისევ ვიწყებთ ამბების თხრობას. ამჯერად ჯავახეთი.

ახალქალაქის ორ სკოლაში და ექვს სოფელში ბოლო ხუთ დღეში ქართული ბიბლიოთეკები მოვაწყვეთ – აბული, თახჩი, ბუზავეთი, აზმანა, აფნია, გოგაშენი“, – აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.