LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის ჩვენი ქალაქისთვის უდიდესი ტრაგედია. ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს და გამძლეობას ვუსურვებ“ – ზუგდიდის მერის სამძიმარი ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიის დროს დაღუპულთა ოჯახებს

596
2025-08-21_00-09-20_063389

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, მამუკა წოწერია ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„ქობულეთის შემოვლით გზაზე ტრაგედია დატრიალდა.
ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდელი 4 ახალგაზრდა ემსხვერპლა. ეს არის ჩვენი ქალაქისთვის უდიდესი ტრაგედია. ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს და გამძლეობას ვუსურვებ“, – წერს მამუკა წოწერია.

ცნობისთვის, ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g