ავტოასგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისი-სამტრედიის გზაზე.
„ინფო იმერეთის“ ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
არსებული ცნობით, დაშავდა 6 ადამიანი.
„ფორტუნა“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
