LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს არის დიდი შეთქმულება…ივანიშვილის დავალებით წულუკიანმა გააკეთა ყველაფერი…” – მიხეილ სააკაშვილი

145
მიშა 2

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მსოფლიოს წამყვანმა სპეციალისტებმა ჰააგაში დამოუკიდებელი დასკვნა შეიტანეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ჰააგადან, საგანგებო ჩართვის დროს თქვა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილი დავალებით, თეა წულუკიანისა და სუს-ის უშუალო მონაწილეობით, წლების განმავლობაში ცდილობდა სწორედ ქართველი ჯარისკაცები დაედანაშაულებინა ომის დანაშაულში.

საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მიეწოდებინა ისეთი ინფორმაცია, რომელიც გაამტყუნებდა საქარველოს შეიარაღებულ ძალებს და გაამტყუნებდა ქართველ ჯარისკაცებს. პირადად ივანიშვილის დავალებით, სუს-ის მონაწილეობით, მინისიტრმა წულუკიანმა გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ რუსეთის გეგემები აღსრულებულიყო და გამტყუნებულიყო როგორც მინიმუმ ორივე მხარე. ეს არის დიდი შეთქმულება სიმართლის დამალვის კუთხით. მე გადავწყვიტე გამეკეთებინა ის, რაც უნდა გაეკეთებინა ნორმალური ქვეყნის მთავრობას – დახმარებოდა საერთაშორისო საზოგადოებას სიმართლის დადგენაში, – ამბობს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. ზუსტად 12 წლის წინ ამ დღეს, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთ­დღი­ან­მა ომმა 400-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი იმსხვერპლა. აქედან 169 სამხედრო მოსამსახურე, 14 შსს-ს თანამშრომელი, დანარჩენი კი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე იყო. აგვისტოს ომში დაჭ­რილ და და­შა­ვე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო და სამ­ხედ­რო პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი 2000-ზე მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g