LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის გამოწვევა, რომელიც ნებისმიერ მთავრობას უდგას, ფასების ზრდა არის ყველა ქვეყანაში, საწვავის ფასი დაიწევს – ეკონომიკის მინისტრი

64
274037529_247335967587396_7809977001043969933_n

უკრაინა-რუსეთის ომმა შექმნა მართლაც ახალი გამოწვევები. ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული პანდემია, როდესაც ომმა სრულიად შეცვალა რეალობა და არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენ დავინახეთ, რომ ტენდენციები ფასების ზრდის არის ყველა ქვეყანაში, შესაბამისად, ეს არის გამოწვევა, რომელიც ნებისმიერ მთავრობას უდგას, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრის შეფასებით, ფასების ზრდის ტენდენცია ძირითადად მიწოდების დარღვევით და საწვავის რეკორდულად მაღალი ფასებით არის გამოწვეული.

„შესაბამისად, ჩვენთვის რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გამოწვევაა დამატებით, რადგან გარდა გლობალური ტენდენციებისა, პირდაპირ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე, რადგან საქართველოს სავალუტო შემოსავლების ძალიან დიდი ნაწილი მოდის ორ ქვეყანაზე – უკრაინასა და რუსეთზე, ასევე ტურიზმის მხრიდან შემოსავლებზე და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში ვმუშაობთ იმაზე, რომ გარკვეულად დავაბალანსოთ ის პრობლემები, რომლებიც ამ შემთხვევაში იქმნება. მათ შორის, ერთ-ერთი არის ახალი პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გავაფორმეთ, რომელიც არის „სტენდ-ბაი“ რეჟიმში. ჩვენ ვიღებთ 249 მილიონ დოლარს, ეს არის დამატებითი ფინანსური რესურსები, მყარი ვალუტა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გამოვიყენოთ სხვადასხვა საჭიროების მიხედვით, რომ ჩვენი მაკროეკონომიკური სტაბილურობა შევინარჩუნოთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ აგვეცილებინა პანიკა და ჩვენ მოსახლეობასთან გვქონდა მუდმივი კომუნიკაცია, რომ როდესაც ეკონომიკური მაჩვენებლები არის ჯანსაღი, როდესაც ჯერჯერობით მაკროეკონომიკური სტაბილურობა არის სახეზე, ამ შემთხვევაში პანიკა იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო. ეს უკავშირდებოდა სავალუტო კურსს, რომელიც დასტაბილურდა და ამაზე არა ერთი საუბარი გვქონდა ჩვენ მოსახლეობასთან და ბიზნესთან. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ სიტუაციაში, როდესაც ომია მსოფლიოში, ვიყოთ მაქსიმალურად კონსოლიდირებული და გვქონდეს მაქსიმალური კოორდინაცია“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრმა საწვავის ფასზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის დაიწევს. როგორც დავითაშვილმა განმარტა, აღნიშნული ვარაუდის საფუძველი დაბალ ფასში ახლად გაფორმებული კონტრაქტებია. „ჩვენი მოლოდინია, რომ საწვავის ფასი დაიწევს. საფუძველი არის ახლად გაფორმებული კონტრაქტები, რომლებიც უფრო დაბალ ფასებშია და რომლებიც ჯერ საქართველოში არ შემოსულა, მაგრამ შემოვა. ასევე გვაქვს დიალოგი კერძო სექტორთან, რომ ამ სიტუაციით ვინმემ ბოროტად არ ისარგებლოს. ფიუჩერსული გარიგებები მიმდინარე წლის ნავთობზე არის დაწეული. წლის მეორე ნახევარში კიდევ უფრო იწევს და წლის ბოლოს ფასები კიდევ უფრო დაბალია. ტენდენცია კლებისკენაა და პიკური რეალობა გადავლილია“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები