LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის გემოვნების ზრდა და განვითარება“ – 50 წლის ფარელ უილიამსი GQ-ს გარეკანზე

158
page

წლის დასაწყისში, ფარელ უილიამსი „ლუი ვიტონის“  მამაკაცის ტანსაცმლის ხაზის კრეატიული დირექტორი გახდა. მის მიერ შექმნილი პირველი კოლექცია პარიზში, 2024 წლის ივნისში იქნება ნაჩვენები.

ფარელ უილიამსი „ლუი ვიტონის“ კრეატიული დირექტორი გახდა

ახლა კი ცნობილი ხდება, რომ 50 წლის ვარსკვლავმა გამოცემა GQ-ს გარეკანი დაამშვენა. ფოტოობიექტივის წინაშე მან არაერთი დახვეწილი და გემოვნებიანი „ლუქი“ მოირგო, ინტერვიუში კი „ლუი ვიტონის“ ბრენდთან მუშაობის შესახებ ისაუბრა.

„ეს არის გემოვნების ზრდა და განვითარება. ჩვენ არ ვაკეთებთ საქმეს იმისთვის, რათა გამოვიმუშაოთ რაც შეიძლება მეტი ფული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვიტრიალებთ ერთსა და იმავე წრეზე. მე ამისთვის აქ არ მოვსულვარ!“, – აცხადებს 50 წლის ვარსკვლავი, რომელიც შესანიშნავად გამოიყურება.

47 წლის ფარელ უილიამსის უბერებელი გარეგნობა ნაომი კემპბელის დამსახურებაა

 

View this post on Instagram

 

A post shared by ??? ?? ? ??????? (@pharrell)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები