LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

47 წლის ფარელ უილიამსის უბერებელი გარეგნობა ნაომი კემპბელის დამსახურებაა

120
page

ამერიკელი მომღერლის, ფარელ უილიამსის გარეგნობა მართლაც დიდ აღფრთოვანებას იწვევს. ის უკვე 47 წლისაა, თუმცა საოცრად ახალგაზრდულად გამოიყურება. მისი სახის კანი უბრალოდ უნაკლოა. ვარსკვლავი Allure-ს დეკემბრის ნომრის გარეკანზე მოხვდა, სადაც გარეგნობის შესახებ ისაუბრა და ინფორმაციაც გააჟღერა იმის შესახებ, რომ ის სახი კანის მოვლის საშუალებების ხაზს Humanrace გამოუშვებს.

ინტერვიუში ფარელი გამოტყდა, რომ თავისი მეგობრის, ლეგენდარული მოდელი, ნაომი კემპბელის სილამაზის რეცეპტებს ზედმიწევნით ასრულებს და სწორედ ნაომის დამსახურებაა მისი ახალგაზრდული იერი.

„სახის დაბანის შემდეგ, ყინულიანი წყალი მიიპკურეთ. სახეზე მოძრაობები კი ქვევიდან ზევით მიმართულებით  გააკეთეთ“ – აცხადებს უილიამსი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები