LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარელ უილიმსმა ,,ლუი ვიტონის” მამაკაცის ხაზის ახალი კოლექცია წარადგინა, რომელიც ზღვით, სანაპიროთი და სერფინგის კულტურითაა შთაგონებული

140
photo-collage.png (27)

ფარელ უილიმსმა ,,ლუი ვიტონის” მამაკაცის ხაზის შემოქმედებითი ხელმძღვანელის რანგში, ბრენდის 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. ჩვენება ,,პარიზის მამაკაცის მოდის კვირეულის” ფარგლებში გაიმართა. კოლექციის თემატიკიდან გამომდინარე, შოუსთვის სპეციალურად შეირჩა უნივერსალური პორტი, რომელიც მდინარე სენასა და პარიზის არხებს აკავშირებს.

საქმე ისაა, რომ კოლექცია შთაგონებულია ზღვით, სანაპიროთი და სერფინგის კულტურით, რაც ადამიანების ერთიანობისა და კუთვნილების სიმბოლოდ არის აღიარებული.

კოლექციის პრეზენტაციისთვის პოდიუმი გადაიქცა პლაჟად, რომლის ცენტრშიც უზარმაზარი ხელოვნური ტალღის ინსტალაცია იყო აღმართული.

ტანსაცმელში გაერთიანებულია სანაპიროს თავისუფალი სტილი, ჰიდროკოსტიუმების ინსპირაციით შექმნილი სამოსი, სპორტული სტილისა და „ლუი ვიტონის“ კლასიკური, დახვეწილი ესთეტიკის მიქსი.

განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო კლასიკური სკეიტბორდის ფეხსაცმლის დიზაინმა და ტყავის სერფინგის დაფებმა.

ჩვენებას არაერთი სელებრითი ესწრებოდა, მათ შორის BTS-ის წევრი, ჯეი-ჰოუპი და მსახიობი, ჯერემი ალენ უაითი.

შეგახსენებთ, რომ ფარელი Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის შემოქმედებით ხელმძღვანელად 2023 წლის 14 თებერვალს დასახელდა. მან სადებიუტო კოლექცია ბრენდისთვის, 2024 წლის ივნისში წარადგინა. ფარელამდე ლეიბლის კაცის ხაზის არტ-დირექტორი ვირჯილ აბლო იყო, რომელიც 2021 წელს გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები