LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის ღარიბი მოსახლეობის გაუაზრებელი გადაწყვეტილებებისგან დაცვის ინსტრუმენტი… უცხოეთში ზოგ კაზინოში, ქმარს ცოლის ხელწერილის გარეშე არ უშვებენ: ვახო ჭარაია ონლაინ კაზინოების შესაძლო აკრძალვაზე

106
ვახო ჭარაია

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ონლაინ კაზინოების შესაძლო აკრძალვას ეხება, ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ გამოეხმაურა და შესაძლო ცვლილება დადებითად შეაფასა, რადგან მისი თქმით, ონლაინ კაზინოებში ახალგაზრდები გაუთვითცნობიერებლად თამაშობენ, რადგან ჰგონიათ, რომ დიდ ფულს მოიგებენ. ჭარაიას თქმით, ონლაინ კაზინოების გამო უამრავ ადამიანს სიცოცხლე თვითმკვლელობით აქვს დასრულებული და ეს კარგი ინსტრუმენტი იქნება სოციალური პრობლემებისგან თავის დასაცავად.

ირაკლი ღარიბაშვილი – პირველ ეტაპზე იგეგმება ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევა, მეორე ეტაპზე კი საერთოდ აკრძალვა

ეს არის ღარიბი მოსახლეობის შეუგნებელი, გაუაზრებელი გადაწყვეტილებებისგან დაცვის ინსტრუმენტი. ხშირად მოსახლეობის ყველაზე ღარიბი, ყველაზე სუსტი ფენა თამაშობს ტოტალიზატორებში, რადგან ჰგონიათ, რომ გამდიდრდებიან. მენტალურად უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.

დასავლეთში კაზინოში და ტოტალიზატორში თამაშობენ გასართობად და არა გასამდიდრებლად. მივესალმები მე აღნიშნულ ცვლილებას. სხვა და სხვა ქვეყანაში მაგალითად ასაკით, ხელფასით იზღუდება, თუ რამდენის თამაშის უფლება გაქვს. არის ადგილები, სადაც ქმარს არ შეუძლია კაზინოში შესვლა თუ ცოლის თანხმობა არ აქვს ხელწერილი, რომ ოჯახის ფულით ითამაშოს.

ახალგაზრდები, რომლებიც გაუთვითცნობიერებლად თამაშობენ და ჰგონიათ, რომ დიდ სულს მოიგებენ, მათ რიცხვს ეს ცვლილება შეამცირებს. უამრავ ადამიანს თვითმკვლელობით აქვს სიცოცხლე დამთავრებული, ასეთი სოციალური პრობლემებისგან თავის დასაცავად კარგი ინსტრუმენტია. 

უცხოელებს არ უნდა შევუზღუდოთ. თუ უნდათ თამაში ითამაშონ და წავიდნენ სახლში. ქართველები კი გაუაზრებლად, გამდიდრების მანიით შეპყრობილები თამაშობენ“, – აცხადებს ვახო ჭარაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g