LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის კარგად ნაფიქრი და გააზრებული პროტესტი… ძალიან მნიშვნელოვანია არ გაჩერდეს საპროტესტო მოძრაობა… „ქართული ოცნებისთვის” წმინდა არაფერი არსებობს – გრიგოლ გეგელია და ეკა ხერხეულიძე

173
გრიგოლ გეგელია ეკა ხერხეულიძე

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეები ქაშვეთის ეკლესიაში და მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ ღამით შეიკრიბნენ.

„არა რუსულ კანონს!”- აქციები ესპანეთსა და საფრანგეთში

რუსთაველზე აქცია მიმდინარეობს – გამზირი გადაკეტილია

აქციის მონაწილეები ასევე იმყოფებოდნენ პარლამენტისა და პირველი გიმნაზიის წინა მხარესაც. ადგილზე მივიდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც:

„ძალიან მნიშვნელოვანია არ გაჩერდეს საპროტესტო მოძრაობა, მთელი ხიბლი ამაში მდგომარეობს – ლოცვაც შეუძლიათ გააშარჟონ, მაგრამ მსმენელი აღარ ჰყავთ, ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად გონივრულად გამოვიყენებთ ამ დღეებს” – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.

„მთელი ხიბლი ამაში მდგომარეობს, რომ ეს არ არის სტიქიური აღშფოთება, ეს არის გააზრებული, კარგად ნაფიქრი და გააზრებული პროტესტი. ყველა ეჭვს გაეცა პასუხი „რუსულ კანონთან” დაკავშირებით. ყოველი შემდგომი დღე იმაზე მოწმობს, რომ ეს არ არის რაღაც ახალგაზრდული ენერგია, რომელსაც ვეღარ იტევდნენ. ეს არის კარგად ნაფიქრი და გააზრებული პროტესტი და ეს შედეგს ნამდვილად მოიტანს. ლოცვა ძალიან „პრივატულია“ და ამაზე შარჟი რამდენად წაადგება მმართველ რეჟიმს, ხელისუფლებას ვეღარ დავუძახებ, არ ვიცი. რას იტყვიან აღარ აქვს მნიშვნელობა, უმრავლესობას [ხალხს] უნდა მისცენ შესაძლებლობა, რომ დაუბრუნონ ქვეყანას ისტორიული კალაპოტი. ლოცვაც შეუძლიათ გააშარჟონ, მაგრამ მსმენელი აღარ ჰყავთ, ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად გონივრულად გამოვიყენებთ ამ დღეებს“ – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ილია მეორე: ქვეყანაში არსებული დაპირისპირებისა და რთული ვითარების მიუხედავად, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება

„უჩვეულო შეკრებაა. ჩვენი აქ ყოფნა განაცხადია, რომ ჩვენ ჩვენს ქვეყანას ყველგან და ყოველთვის დავიცავთ – მათ ვურჩევდი ტვინის ბოლო ნაკუჭები, რაც დარჩათ, სინდისი დაძაბონ და აღდგომას რომ ხალხი ერთად შეხვდა არაფერი თქვან” – ამის შესახებ პარტია „ლელოს” წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გეგელიამ მმართველ პარტიას შეკრების შეფასებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა:

„ეს ძალიან საინტერესო ფორმაა, რომელიც აერთიანებს როგორც საზოგადოებრივ შეხვედრას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის გამო, ამავე დროს გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური ელემენტიც. დღეს აქ არაფერი პოლიტიკური არ ჟღერდება. ერთად აღვნიშნავთ აღდგომას. ყველამ ვიცით, რომ ჩვენი შეკრება და ერთობა კიდევ სხვა რამესაც ეხება, ამიტომ უჩვეულო შეკრებაა. ჩვენი აქ ყოფნა განაცხადია, რომ ჩვენ ჩვენს ქვეყანას ყველგან და ყოველთვის დავიცავთ. „ქართული ოცნებისთვის” წმინდა არაფერი არსებობს, ამიტომ არ გამიკვირდება ბატონი კობახიძე თუ გამოვა და რიგით პარანოიას გვეტყვის, მაგრამ მე მათ ვურჩევდი, სინდისი დაძაბონ და აღდგომას რომ ხალხი ერთად შეხვდა არაფერი თქვან, თავიანთ ცინიკურ და რუსულ ჟანრში“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ვიდეო: „სადავოი კირიალესა”- ნინო ქათამაძის და აქციის მონაწილის გალობა ქაშვეთის ეზოში

ვიდეო: „ეს არ არის პოლიტიკური პარტიების კინკლაობა, ეს არის ერთიანი ბრძოლა გამარჯვებისთვის”- ია ფარულავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები