LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრევენციული ეფექტის ზეწოლა ქართველ დეპუტატზე“ – მდინარაძე ოდიშარიასთვის ლატვიის საპატიო კონსულის წოდების ჩამორთმევაზე

146
მამუკა მდინარაძე

ლატვიის საელჩოს მიერ უმრავლესობის დეპუტატ ბექა ოდიშარიასთვის საპატიო კონსულის წოდების ჩამორთმევას, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ეხმიანება.

როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ეს არის კიდევ ერთი ზეწოლის ღონისძიება ქართველ დეპუტატზე“.

„ლატვიის ოფიციალურმა სტრუქტურამ ამით მოახდინა პრევენციული ეფექტის ზეწოლა ქართველ დეპუტატზე და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში აშკარა მცდელობა, იქიდან გამომდინარე, რომ განსაზღვროს ბექა ოდიშარიას თუ სხვა დეპუტატების მოქმედება, რომ მათ ვერ მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და გადაწყვეტილებები საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ მიიღონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისათვის, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მათ საქართველოში ლატვიის საელჩოში განუცხადეს, რომ, ამ ეტაპზე [ბექა ოდიშარია] საპატიო კონსული არ არის.

ბექა ოდიშარია ლატვიის საპატიო კონსული 2013 წელს გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები