LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის მავნებლობა და მისი მიღება არ შეიძლება“ – ბესიკ ხარანაული „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექზე

168
ბესიკ ხარანაული

მწერალი და პოეტი ბესიკ ხარანაული „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტში აპირებენ, მავნებლურს უწოდებს და მიიჩნევს, რომ მისი მიღება არ შეიძლება.

აღნიშნულის თაობაზე პოეტმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი  არაკანონიერი და უსამართლოა, ამიტომ შესრულება არ უწერია.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

„ეს კანონი იმდენად მავნებლურია, რომ დარწმუნებული ვარ არ მიიღებენ. შორიდან რომ ვუყურებ, ის ადამიანები, ვინც მაგ [„უცხოური გავლენის აგენტების“] სიაში უნდა შევიდნენ, ხომ ვიცნობ ერთ-ორ-სამს, ყველაზე კარგი ადამიანები არიან… ყველაზე სანდოები და ყველაზე პატრიოტები. მე ეს კანონი მიმაჩნია მიუღებლად. ეს ერთი და მეორე – ყველაფერი დამთავრდება კარგად.“ – აღნიშნა ბესიკ ხარანაულმა.

 

პოპულალურები