LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის მოჩვენებითი რეფორმა: კოკა ლაბარტყავა ნარკოპოლიტიკის ცვლილებებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე

100
24301446-1886451664712099-6950928378184518532-n-1512397137 (2)

“ეს არ არის რეალური დოზების განსაზღვრა, ეს არის მოჩვენებითი რეფორმის მსგავსი ქმედება”, – ასე აფასებს სათემო ორგანიზაცია “ახალი ვექტორის” ხელმძღვანელი კოკა ლაბარტყავა ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მომზადებულ კანონპროექტს, რომლის განხილვა პარლამენტმა საკომიტეტო მოსმენის ფორმატში დაიწყო.

როგორც მან “ფორტუნას” ეთერში, გადაცემა “დღის თემაში” აღნიშნა, არსებობს ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც დროულად გადაწყვეტას საჭიროებს.

უნდა მოხდეს დეკრიმინალიზაცია. დამსჯელობითი ნარკოპოლიტიკიდან უნდა გადავიდეთ ზრუნვის პოლიტიკაზე.

“ჩვენ ვითხოვთ რეალურ რეფორმას. სხვადასხვა მიმართულების კომპლექსურ მიდგომას. ჯანდაცვის მიმართულებით განვითარებას, სამკურნალო სარეაბილიტაციო ცენტრების ასევე ზიანის შემცირების პროგრამების მხარდაჭერას. კანონის შემსუბუქების დროს რეალურად უნდა შევძლოთ ადამიანების დახმარება და არა პრობლემის დამატება.

ეს არ არის რეალური დოზების განსაზღვრა, ეს არის მოჩვენებითი რეფორმის მსგავსი ქმედება და ეს არ არის კომპლექსური მიდგომა, რომელიც უნდა ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ისევ ნეგატიურად გამოვირჩევით დანარჩენი მსოფლიოსგან რეპრესიული ნარკოპილიტიკით”, – განაცხადა კოკა ლაბარტყავამ.

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გასაკეთებელი ძალიან ბევრია: სახალხო დამცველის მოადგილე

როგორც მან აღნიშნა, მრავალი წელია სამოქალაქო საზოგადოება ამაოდ ცდილობს შეცვალოს “ნულოვანი ტოლერანტობის რეპრესიული ნარკოპოლიტიკა”.

“სამწუხაროდ წლების მანძილზე სხვადასხვა ხელისუფლებას ჰქონდა არაჯანსაღი რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ადამიანების მიმართ. რერპრესიული ნარკოპოლიტიკა, როგორც იარაღი საკუთარი მოსახლეობის მიმართ იქნა გამოყენებული, შესაბამისად ნულოვანი ტოლერანტობის რეპრესიული ნარკოპოლიტიკა გვერგო წინა ხელისუფლებიდან მემკვიდრეობად და ამ წლების მანძილზე არ არის რეალური ნება, რომ შეიცვალოს ეს დამოკიდებულება. არაჯანსაღი დამოკიდებულება და რეპრესიები ადამიანების მიმართ, რამაც სავალალო შედეგები მოგვიტანა”, – განაცხადა კოკა ლაბარტყავამ.

საკანონმდებლო ცვლილებები პრობლემას ვერ აგვარებს: ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმის წევრები 

ცნობისთვის, დღეს პარლამენტი საკომიტეტო მოსმენის ფორმატში ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ზუსტად განისაზღვრება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული რვა ნივთიერების ოდენობები და მათი დოზები.

ცვლილებების ინიციატორი მიხეილ სარჯველაძე განმარტავს, რომ აღნიშნული რვა ნივთიერება შეირჩა პრაქტიკაში მათი განსაკუთრებული დიდი სიხშირით გავრცელებისა და მოხმარებიდან გამომდინარე.

 

magti 5g