LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის მორიგი შეცდომა“ – თეა წულუკიანი აშშ-ის მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებზე

177
თეა წულუკიანი

ეს არის მორიგი შეცდომა, რომელსაც მათდა სამწუხაროდ და ჩვენდა სამწუხაროდ აშშ-ი უშვებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში, – ასე შეაფასა „იმედი LIVE“-ში კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წევრებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სავიზო შეზღუდვების დაწესება.

„ეს სულ ცინცხალი სიახლეა. ეს არის მორიგი შეცდომა, რომელსაც მათდა სამწუხაროდ და ჩვენდა სამწუხაროდ აშშ-ი უშვებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში. ეს არ არის პირველი შეცდომა. ალბათ აქედანვე უნდა ვივარაუდოთ, რომ სხვა შეცდომებიც იქნება დაშვებული, იმედი გვაქვს, რომ არა, მაგრამ დინამიკა მე პირადად ამას მავარაუდებინებს. პირველ რიგში აშშ-ს სჭირდება, რომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს. ჩვენ დაველოდებით ამ დღეს, რადგან ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულები ვიყავით და ვართ. არასდროს გვითქვამს აშშ-ზე და მათთან მეგობრობაზე უარი და უფრო მეტიც, ამ მთავრობას [არ უთქვამს უარი] და ამას ხაზს ვუსვამ. მტრულ აქტში, რომელსაც „Megobari აქტი“ დაარქვეს, მთელ ტექსტში ერთადერთი სიტყვა მეორდება – „ეს მთავრობა“.

რეალურად ეს მთავრობა არის ვიღაცისთვის პრობლემა და ამ მთავრობას არასდროს არცერთ დარგში და სფეროში არ გადაუდგამს ამ სტრატეგიული პარტნიორობის საწინააღმდეგო ნაბიჯი. ამ სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულები ვიქნებით და დაველოდებით მოთმინებით იმ დღეს, როდესაც ჩვენი მეგობარი გადაწყვეტს, რომ კვლავ მეგობრულად დაგველაპარაკოს, უარი თქვას რევოლუციების მოწყობის დაფინანსებაზე – იმ ჯგუფებმა, ვინც იმ [ამერიკაში] ქვეყანაში არიან. ჩვენ ვიხილეთ გარკვეული მოსმენები კონგრესში, სადაც ქართველი ადამიანები მრავლად იყვნენ ვასალის როლში წარდგენილები და უმტკიცებდნენ უცხო ქვეყნის დეპუტატებს, რომ მათ უნდათ ამ მთავრობის დასჯა და მერე ალბათ მოგვეცემა საშუალება უფრო ფართოდ განვიხილოთ, რატომ არის ეს მთავრობა პრობლემა“, – აღნიშნა წულუკიანმა.

აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g