LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის პატარა კაცების ნარატივი, რომლის მიხედვითაც ქალის „არა“ ნიშნავს „კის“, „არ ვიცი“ არის თანხმობა…“

461
kiki-arara

კრეატივის ტრენერი კოტე იანტბელიძე ქალთა მიმართ ძალადობაზე საუბრისას ერთ საინტერესო დეტალზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ მამაკაცებს ტყუილად ჰგონიათ, რომ ქალის არა კი-ს ნიშნავს, ხოლო არ ვიცი, დათანხმებას.

გთავაზობთ მის პოსტს:

„ქალთა მიმართ ძალადობას რაც შეეხება, არის ერთი შეუმჩნეველი „პატარა“ ნიუანსი, რომელიც დიდი პრობლემების სათავეა, ჩემი აზრით.

ეს არის ტრაბახა და, შესაბამისად, არაფრის მაქნისი, პატარა კაცების ნარატივი, რომლის მიხედვითაც ქალის „არა“ ნიშნავს „კის“, „არ ვიცი“ არის თანხმობა და ა.შ.

ხედავთ, სად აირია კომუნიკაცია?! აი, ეს ლექსიკონი თუ სექსიკონი არის ბევრი უბედურების და გაუგებრობის სათავე.

ეს იგივეა, თქვენი მანქანა მწყობრიდან გამოვიდეს, საჭე დაატრიალოთ მარჯვნივ, იმან წაგიყვანოთ მარცხნივ და მოგკლათ!

P.S. ამ სექსიკონზე გაზრდილ ტიპებს ურთიერთობაში მალევე შეამჩნევთ, თუ დააკვირდებით. კარგად დააკვირდით და პირველივე მცდელობაზე გაანადგურეთ დაუნდობლად. იბრძოლეთ, რა!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g