ეკონომისტი, ლექტორი, პროფესორი ოთო აბესაძე დღეს გამოქვეყნებულ შედეგებს ეხმაურება და მომავალ სტუდენტებს ჩარიცხვას ულოცავს.
ლექტორი პირველკურსელებს რჩევასაც აძლევს.
“რამდენი ჩარიცხვებია. გილოცავთ.
პირველკურსელებთან პირველ ლექციას ყოველთვის ვიწყებ ამ ფრაზით:
ეს არის თქვენი პირველი ინვესტიცია (საკუთარ თავში) და ამ ჩადებულ ინვესტიციას როგორც ამოიღებთ ცოდნის წამოღებით და პრაქტიკაში გამოყენებით, ზუსტად ისე გაგრძელდება თქვენი მომავალი ეკონომიკური ცხოვრება‼️
გილოცავთ კიდევ ერთხელ და შევხვდებით”- წერს აბესაძე.