პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
„მკაცრად ვგმობ პრეზიდენტ ლუკაშენკოს ვიზიტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა, რომელსაც მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ჩვენ ყველა მტკიცედ უნდა დავდგეთ ასეთი დარღვევების წინააღმდეგ!“, – წერს გახარია.
I strongly condemn President Lukashenko’s visit to Russian occupied #Abkhazia. It is an obvious violation of ?? territorial integrity & sovereignty which needs strong response from the Government and International community. We all should be firm in addressing such violations!
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) September 28, 2022