„გუშინ ჩვენ პოლონეთის პარლამენტში მოვისმინეთ რეალურად მუქარა ქართველი ხალხის მიმართ, რაც, ბუნებრივია, არ აისახება ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე დადებითად საქართველოში“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
აღნიშნულით კობახიძე პოლონეთის პრემიერის – დონალდ ტუსკის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ იმედოვნებს, მომავალში დამოკიდებულება შეიცვლება.
„არ შეიძლება ასე ემუქრებოდნენ ქართველ ხალხს იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ ქართველი ხალხის არჩევანი. ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი შარშან, მან მხარი დაუჭირა ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას ქვეყანაში, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს ეს არჩევანი, მას ყველამ პატივი უნდა სცეს და აბსოლუტურად უადგილოა მუქარები ქართველი ხალხის მიმართ.
მე ვფიქრობ, რომ ეს არის შანტაჟი, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდეს ქვეყანაში, თუმცა, რეალურად, ყველა ხედავს, რომ ასეთი შანტაჟი, რომელიც უკვე მრავალი წელია გრძელდება, არ მოქმედებს ქართველ ხალხზე.
ემანუელ მაკრონი, დონალდ ტუსკი და ფრიდრიხ მერცი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: „საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგი უნდა აღადგინოს“
„მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს.“
აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ზოგადად, შანტაჟი შანტაჟად დარჩება, თუმცა ასეც და ისეც, ეს მუქარები არის ძალიან დასანანი და სამწუხარო“. – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, გუშინ, პოლონეთის პრემიერმა თქვა, რომ გროვდება საჭირო უმრავლესობა, რათა საქართველოსთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა შეეჩერებინათ.
⭕💬 „მიხეილ სააკაშვილის მეგობარი ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი – დონალდ ტუსკი ცდილობს მოძებნოს კიდევ ერთი გზა…
Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on Thursday 12 June 2025