LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის თანამედროვე ისტორია ჯადოსნური დასასრულით“ – „აბრეშუმის ქარხანაში“ 27-28 ოქტომბერს წარმოდგენა „გოგონა ნისლის ძრავების ქარხნიდან“ შედგება

177
BeFunky-collage (2)

„აბრეშუმის ქარხანაში“ 27-28 ოქტომბერს წარმოდგენა „გოგონა ნისლის ძრავების ქარხნიდან“ შედგება.

წარმოდგენის რეჟისორი ცნობილი ახალგაზრდა რეჟისორი – ტომ ლუცია.

აღნიშნულის შესახებ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის – „საჩუქარი“ მარკეტინგის მენეჯერმა, თამრი ბზიავამ ისაუბრა.

„წელს ჩამოგვყავს ძალიან ცნობილი ახალგაზრდა რეჟისორი – ტომ ლუცი. წარმოდგენა „გოგონა ნისლის ძრავების ქარხნიდან“ „აბრეშუმის ქარხანაში“ 27-28 ოქტომბერს შედგება. ეს არის თანამედროვე ისტორია ჯადოსნური დასასრულით. ვფიქრობ, ეს წარმოდგენა ყველაზე გამორჩეული იქნება. ზოგადად, ტომ ლუცი ხშირ შემთხვევაში არ ჩადის ხოლმე სხვადასხვა ფესტივალებზე და ჩვენთვის მართლაც დიდი პატივი და ჯილდოა, რომ დაინტერესდა საქართველოთი და თბილისში ჩამოვა,“ – აღნიშნა ბზიავამ.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ

 

 

ცნობისთვის, 10 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის – „საჩუქარი“ მარკეტინგის მენეჯერი, თამრი ბზიავა და ფესტივალის აღმასრულებელი მენეჯერი, სოფო ქორიძე სტუმრობდნენ. გადაცემის სტუმრებმა ფესტივალის რიგით 26-ე სეზონზე და მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.↓

„წელს ძალიან ცნობილი ახალგაზრდა რეჟისორი ჩამოგვყავს“ – თბილისი რიგით 26-ე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადება

 

 

magti 5g