LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის ტერორისტული შეძახილები, რომელიც არის ღიმილის მომგვრელი და არავის აშინებს ეს „ქართულ ოცნებაში“… არავის გაუვა ძალადობა, შესაბამისი სტრუქტურები ამაზე რეაგირებას გააკეთებენ“ – არჩილ თალაკვაძე

151
არჩილ თალაკვაძე

„ეს არის ტერორისტული შეძახილები, რომელიც არის ღიმილის მომგვრელი და არავის აშინებს ეს „ქართულ ოცნებაში“ – აღნიშნული განცხადება მმართველი გუნდის წევრმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.

თალაკვაძე ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების მიმართ მომხდარ ინციდენტებს გამოეხმაურა. თალაკვაძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ მსგავსი შეძახილები არავის აშინებს:

„მე ვარ ელისო, არ იწვალოთ ბევრი ჩემს მოსაძებნად… რა გინდათ იმ ქვეყანაში, რომელსაც აგენტების დამფინანსებელს და მტერს ეძახით… აი ეს არის სიმართლე და გცხვენოდეთ!“ – რა უპასუხა ელისო ბოლქვაძეს თამარ ჯინჭარაძემ

„ეს არის ტერორისტული შეძახილები, რომელიც არის ღიმილის მომგვრელი და არავის აშინებს ეს „ქართულ ოცნებაში“. თუ კანონს დაარღვევენ და გადავლენ იმ ზღვარს, რაც კანონით არის დადგენილი და ვინმე ამას მუქარად აღიქვამს, შემდეგ შესაბამისი სტრუქტურები ამაზე კანონის შესაბამის რეაგირებას გააკეთებენ. არავის არ გაუვა ძალადობა და ძალადობრივი მუქარები“ – აღნიშნა თალაკვაძემ.

ვიდეო: „თავი ვერ შევიკავე.. ეს ქალი ორი დღის წინ თბილისში იყო, ხელი მიაჭირა იმ ღილაკს, რომლითაც საქართველოს ყველა მოქალაქეს, ფაქტობრივად, ამ ქვეყანაში ინტეგრირების შესაძლებლობა მოუსპო“ – რას ამბობს მოქალაქე, რომელიც პარიზის აეროპორტში ელისო ბოლქვაძეს დაუპირისპირდა

პოპულარულები