LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს არის ყველაზე ლამაზი აქსესუარი, ნებისმიერ მოდურ აქსესუარს ჯობია” – ნათია თურნავა

148
777

„ეს არის ყველაზე ლამაზი აქსესუარი, ნებისმიერ მოდურ აქსესუარს ჯობია“ , – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ქართული წარმოების პირბადე მოირგო და ასე დაიწყო ბრიფინგი ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართული ბრიფინგი.

„მიუხედავად იმისა, რომ ერთი დღეა, პირველი პარტია – 400 000 პირბადე შევიტანეთ საქართველოს სააფთიაქო ქსელებში, მოთხოვნა მართლაც დიდია. კარგია, როდესაც ადამიანებმა გააცნობიერეს, რაოდენ აუცილებელია პირადი დაცვის საშუალებების შეძენა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

პაატა იმნაძე ქართულ პირბადეზე: მერე შეიძლება დემნა გვასალიამაც ასეთი გამოუშვას

"აღნიშნული პირბადეები წვეთოვანი ინფექციებისგან ძალიან ეფექტურად იცავს"

„ძალიან მალე ვეცდებით, რომ შევავსოთ ეს მარაგები იმიტომ, რომ საკმაოდ დიდ რაოდენობას ვკერავთ და ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად ვუპასუხოთ ბაზრის მოთხოვნებს. ამაზე მთელი ჯგუფი მუშაობს. გვაქვს ინფორმაცია ყველა სააფთიაქო ქსელიდან და მათთან ვთანამშრომლობთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები