ავსტრალიის მოქალაქის, შანაე ბრუკის საქმეზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, რაფაელ მურსაკულოვის მამიდა, ნუგბარ მურსაგულოვი მისი ძმისშვილის შესახებ გარკვეულ დეტალებზე საუბრობს.
ბრალდებულის ოჯახის წევრის თქმით, მკვლელობის დღეს მისი ძმისშვილი სახლში იმყოფებოდა.
გარდა ამისა, როგორც ნუგბარ მურსაგულოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს სხვა არგუმენტიც რის გამოც, რაფაელ მურსაკულოვს მკვლელობა ჩადენა არ შეეძლო.
„ეს ბავშვი კაცს ვერ მოკლავდა, მკვდრის ეშინია. კი, ადრე ყოფილა ნასამართლევი. უპატრონო ბავშვი იყო, გორაზე რომ ეყარა სპილენძები, რაღაცები, წავიდა, ეგენი აკრიფა, ჩავაბარებ, ფული მექნებაო. იმ დღეს სახლში იყო, ჩემი ხელით ვაჭამე, ჩაიც დავუსხი, დავალევინე,“ – განაცხადა ნუგბარ მურსაგულოვამ.
შეგახსნებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ შანაე ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა