LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი მკვლელობის შემდეგ ცხედრის დაწვას გეგმავდა”- რას ყვება ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის რძალი

872
2f3faec7-8d39-4d11-8e15-b8fc80f7dc9e-675

“კურიერის” მიერ მოპოვებული საქმის მასალებით ცნობილი ხდება, რომ შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი მკვლელობის შემდეგ ცხედრის დაწვას გეგმავდა.

“ჩემი ძმა საუბრობდა, რომ მას თან ჰქონდა დანა, რომელიც იმ გოგოს ჩხუბის დროს გამოუსვა ყელში, რის შემდეგაც გაგუდა. ხოლო გვამი, რომ არ ეპოვათ ჩაუცურებია ბუჩქებში და ზევიდან დაუყრია ტოტები… ჩემი ძმის განმარტებით, შემდგომში უნდოდა გვამის დაწვა, რაც ვერ მოახერხა, კერძოდ, ხსენებულის შემდეგ იგი დაბრუნდა სახლში, მოწესრიგდა, შეუძენია ბენზინი და დაბრუნებულა გვამთან, მაგრამ იქვე მიმდებარედ მოძრაობდნენ პიროვნებები რის გამოც ვერ შეძლო და დაბრუნებულა უკან,”- ნათქვამია ბრალდებულის ძმის ჩვენებაში.

ამასთან, საქმის მასალებით ცნობილი ხდება, რომ ავსტრალიელი პედაგოგის მკვლელობაში რაფელ მურსაკულოვის მონაწილეობის შესახებ ცნობილი გახდა მისი რძლისთვის.

“რაფაელს ვუთხარი, რომ აუცილებლად წავიდოდი და განვაცხადებდი პოლიციაში, ვინაიდან ფაქტის დამალვა არ შემეძლო. რაზეც მითხრა, რომ თუ პოლიციაში ჩავიდოდი და განვაცხადებდი მის მონაყოლს, მაშინ მომკლავდა და თუ ჩემს მოკვლას ვერ მოახერხებდა, მაშინ მომიკლავდა ჩემი ორი კვირის შვილს და როდესაც პოლიციიდან დავბრუნდებოდი მკვდარ შვილს ჩავეხუტებოდი. მოცემულ მუქარის ძალიან შემეშინდა და რეალურად მივიღე. ჩემმა დედამთილმა, რომელმაც მოისმინა რაფაელის მუქარა, მითხრა, რომ არ წავსულიყავი პოლიციაში, ვინაიდან შესაძლებელი იყო მართლა მოეკლა რაფაელს ჩემი შვილი,”- ნათქვამია ჩვენებაში.

წინასწარ პატიმრობაში მყოფი რაფაელ მურსაკულოვი, ამ დრომდე, დუმილის უფლებას იყენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები