ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შანაი ბრუკის ოჯახი სასამართლოსგან ბრალდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის მისჯას ითხოვდა.
შანაი ბრუკის ოჯახი სასამართლოსგან ბრალდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის მისჯას ითხოვდა.
"რამდენად მნიშვნელოვანია ქალის უსაფრთხოება თქვენს ქვეყანაში? რამდენად ძლიერია მცდელობა, მოხდეს მკვლელობის პრევენცია? ჩვენი ოჯახი ელის სამუდამო პატიმრობას, შანაი ამას იმსახურება" - აცხადებს ტაისონ ედვარდსი.
ტაისონ ედვარდსი სპეციალურად ლონდონიდან საქართველოში დის მკვლელობაში ბრალდებულის განაჩენზე დასასწრებად დღეს დილით ჩამოფრინდა.
წინასწარ პატიმრობაში მყოფი რაფაელ მურსაკულოვი, ამ დრომდე, დუმილის უფლებას იყენებს.
პროკურატურამ, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი ედუარდსის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე რ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა.