ლონდონში, რადიოსადგურ – Capital-ის ყოველწლიური მინი-ფესტივალი – Summertime Ball გაიმართა. ფესტივალის ლაინაფი უამრავ არტისტს აერთიანებდა, რომელთა შორის ჯესი ჯეიც იყო.
აღსანიშნავია, რომ არტისტის ღონისძიებაზე გამართული პერფორმანსი უკანასკნელი შოუ აღმოჩნდა, რომლითაც ის მსმენელის წინაშე წარდგა.
,,ეს ჩემი უკანასკნელია შოუა, რის შემდეგაც კიბოსთან ბრძოლას დავიწყებ” – ამ სიტყვებით მიმართა მომღერალმა პუბლიკას, რომელიც მის მხარდასაჭერად აპლოდისმენტებს დიდხანს არ წყვეტდა.
ახლახან, ჯესი ჯეის მკერდის კიბოს ადრეული დიაგნოზი დაუსვეს. 37 წლის შემსრულებელმა დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია თავად გაავრცელა და აღნიშნა, რომ Capital’s Summertime Ball-ზე გამოსვლის შემდეგ, ოპერაციას გაიკეთებს, რათა სცენას აქტიურად დაუბრუნდეს.
მისი თქმით, დიაგნოზის გასაჯაროვების მიზეზი გულშემატკივრებისგან თანადგომის მიღება და მისი მხრიდან მსგავსი დიაგნოზის მქონე ადამიანების მიმართ, სოლიდარობის გამოხატვაა.
ცნობილი ფაქტია, რომ დიდი ბრიტანეთის მასშტაბით, მკერდის კიბო ქალებში კიბოს ყველაზე გავრცელებული სახეობაა. იგივე დიაგნოზი წლების წინ კაილი მონოუგსაც დაუსვეს, რომელმაც დაავადება ქიმიოთერაპიის რვათვიანი კურსის შედეგად დაამარცხა.