LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს დამთხვევები ჩემთვისაც სასაცილოა, არ მაქვს ნანახი ეს სერიალი – გოლეთიანი GOT-ზე

464
BeFunky-collage (1)

რიონის ხეობის მცველი, ვარლამ გოლეთიანი 28 წლისაა. პროფესიით თეოლოგია _ სასულიერო აკადემია აქვს დამთავრებული. სამოქალაქო აქტივისტს სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ პერსონაჟს, ჯონ სნოუს _ ჩრდილოეთის კარიბჭის მცველს დიდი ხანია, რაც ადარებენ.

ვარლამ გოლეთიანი პერსონაჟთან მსგავსებაზე ამბობს, რომ მის შემთხვევაში არა, მაგრამ სხვების შემთხვევაში მსგავსებები უფრო შეიმჩნევა. რაც შეეხება თავად სერიალზე, ამბობს, რომ ის არ უნახავს.

“არამხოლოდ მე, დღეს ვნახეთ, რომ პრაქტიკულად ის ხალხი ვინც ამ პროტესტში აქტიურად არის, როგორც მე ისე სხვები ჩართული, ყველას დაკავშირებები მოხდა. მართლა შეიმჩნევა მსგავსება.

ჩემ შემთხვევაში არა, უფრო სხვების შემთხვევაში შეიმჩნევა მსგავსებები და ეს დამთხვევები ჩემთვისაც სასაცილოა. რა თქმა უნდა, არ მინახავს. არ მაქვს ნანახი ეს სერიალი”, — აცხადებს გოლეთიანი TV პირველთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g