გიორგი გოგიჩაიშვილის გარდაცვალებიდან 6 წელი გავიდა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, მისი მეუღლე, ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ეს დღე ყველასია, მაგრამ ჩვენი არა… ცაში კი არა გულში ფრიალებ… რამდენი რამე მოხდა უშენოდ… მაგრამ ყველაფერი შენით იწყება… მიყვარხარ, გვიყვარხარ ჩვენო ზღაპრის გმირო, გოგიჩა ბაბუ 💕“, – წერს ნათია ბანძელაძე.