პოეტ საშა გველესიანს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცელებენ და საზოგადოებას მის დასახმარებლად გაერთიანებას სთხოვენ.
„ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ვიწყებთ ესტაფეტას – „ვერთიანდებით საშასთვის”
ვიდეოები დაიდება და უმორჩილესად გთხოვთ ყველას, რომ გავაზიაროთ.“, – წერს სოციალურ ქსელში პოეტის მეგობარი, ბექა რამიშვილი.
ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ვიწყებთ ესტაფეტას – " ვვერთიანდებით საშასთვის" ვიდეოები დაიდება და უმორჩილესად გთხოვთ ყველას რომ გადავაზიაროთ. ანგარიშის ნომრებს კომენტარებში დავდებ <3
Posted by Beqa Ramishvili on შაბათი, 08 თებერვალი, 2025
პოეტის დახმარებისკენ საზოგადოებას მოუწოდებს მისი კიდევ ერთი მეგობარი, ნატა ჯინჭარაძე.
„საშა გველესიანი, ეს დიდი კაცი ძალიან დიდხანს უნდა ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას!! უნდა შევძლოთ, რომ ისევ წეროს, ისევ მოგვიყვეს ისტორიები, კარგ საქმეს შეეჭიდეთ ძვირფასო ადამიანებო და აუცილებლად გამოგვივა ყველას ერთად, საშას ლექსების კრებული ისევ დაიბეჭდება!!! ყველას თანადგომით!! მადლობა თითო ლარისთვის, მადლობა თანადგომისთვის.
GE21BG0000000998183200
საქართველოს ბანკი.
თიბისი ბანკი.
მიმღები: ბექა რამიშვილი“, – წერს საშა გველესიანის მეგობარი ნატა ჯინჭარაძე.