ბრედ პიტმა ექს-მეუღლესთან, ანჯელინა ჯოლისთან სკანდალური განქორწინების შემდგომ გადატანილი რთული პერიოდის შესახებ გულახდილად პირველად ისაუბრა. 61 წლის მსახიობმა, რომელიც ბოლო პერიოდში აქტიურად ხვდება გამოცემების გარეკანზე, პოდკასტში, Armchair Expert, განაცხადა, რომ ჯოლისთან განშორების შემდეგ, ანონიმური ალკოჰოლიკების შეხვედრებს ესწრებოდა.
ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების შესახებ მრავალწლიანი დუმილი დაარღვია – GQ-ს ინტერვიუ
„ვგრძნობდი უიმედობას, მჭირდებოდა რაღაც, რაც გამომაფხიზლებდა. ვცადე ყველაფერი, რისი ცდაც შემეძლო, ეს იყო ჩემთვის ძალიან მძიმე პერიოდი. შემდეგ საკუთარ თავზე მუშაობა ანონიმური ალკოჰოლიკების ჯგუფში დავიწყე. ძალიან მეხმარებოდა ის ფაქტი, რომ იქ ყველა ადამიანი გულწრფელი და ღია იყო. ეს თავს კომფორტულად მაგრძნობინებდა. მერე მივხვდი, რომ ყოველივე ეს მომწონდა. წარმოუდგენელი იყო, როგორ უზიარებდნენ ერთმანეთს მამაკაცები საკუთარ გამოცდილებას, სისუსტეებს, შეცდომებს, სურვილებს, ტკივილებს… და ამ ყველაფერს იუმორით ჰყვებოდნენ“, – იხსენებს ბრედი.
პიტმა ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოების აზრი მის პირად ცხოვრებაზე ნაკლებად აინტერესებს და განქორწინებას ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევს.
„ეს არც განსაკუთრებული იყო და არც ტრაგიკული, უბრალოდ ასე მოხდა. თუ რას ფიქრობენ ჩემზე სხვები, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, – აცხადებს ბრედი, რომელიც უკვე სამი წელია, 32 წლის ინეს დე რამონს ხვდება.
ვიდეო: ბრედ პიტის აღიარებითი ჩვენება – მსახიობის უახლესი ინტერვიუ
ვიდეო: „როგორ ზრუნავს ბრედზე“ – ბრედ პიტისა და ინეს დე რამონის მორიგი გაკაშკაშება წითელ ხალიჩაზე
