LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ფოტო 2015 წელს არის გადაღებული, როცა ამ შენობის აღდგენა და გაცოცხლება შეუძლებლად მიაჩნდათ… გპირდებით, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ, კაფე „მზიურის“, როგორც სოციალური საწარმოს იდეის და მიღწეული შედეგის გადასარჩენად!“ – ანა გოგუაძე

185
ანა გოგუაძე

„მერიის გუშინდელი გადაწყვეტილება იმდენად მოულოდნელი და მძიმე აღმოჩნდა ჩემთვის, რომ მზად ვიყავი დამეთმო ის მთავარი იდეა, რის გამოც 2006 წელს მივგორდი მზიურში – თქვენთან ერთად შემექმნა ინკლუზიური გარემო ყველასთვის. დღეს, უკვე გააზრებულად, ვიღებ პასუხისმგებლობას და გპირდებით, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ, „კაფე მზიურის“, როგორც სოციალური საწარმოს იდეის და მიღწეული შედეგის გადასარჩენად!“, – წერს კაფე „მზიურის“ დამფუძნებელი, ანა გოგუაძე სოციალურ ქსელში და საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის.

„8 წლის წინ, სოციალური საწარმო „კაფე მზიური“ ბევრი ადამიანის დიდი შრომით შეიქმნა, რომელსაც, წლების მანძილზე, მხარი დაუჭირა არაერთმა საჯარო უწყებამ, კერძო, ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციამ.

მერიის გუშინდელი გადაწყვეტილება იმდენად მოულოდნელი და მძიმე აღმოჩნდა ჩემთვის, რომ მზად ვიყავი დამეთმო ის მთავარი იდეა, რის გამოც 2006 წელს მივგორდი მზიურში – თქვენთან ერთად შემექმნა ინკლუზიური გარემო ყველასთვის.

დღეს, უკვე გააზრებულად, ვიღებ პასუხისმგებლობას და ჩემს ძვირფას 18 თანამშრომელს, თითოეულ გულშემატკივარს და თანამოაზრეს გპირდებით, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ, „კაფე მზიურის“, როგორც სოციალური საწარმოს იდეის და მიღწეული შედეგის გადასარჩენად!

ყველას დიდი მადლობა თანადგომისთვის. პერიოდულად გაგაცნობთ ჩვენს შემდეგ ნაბიჯებს. ჩვენ ერთად შევქმენით ეს სივრცე და ერთად უნდა გადავარჩინოთ!

პოლ მაკარტნი მზიურის კაფეში აუცილებლად #ჩამოვა!

P.S. ეს ფოტო 2015 წელს არის გადაღებული, როცა ამ შენობის აღდგენა და გაცოცხლება შეუძლებლად მიაჩნდათ”, – წერს ანა გოგუაძე.

8 წლის წინ, სოციალური საწარმო „კაფე მზიური“ ბევრი ადამიანის დიდი შრომით შეიქმნა, რომელსაც, წლების მანძილზე, მხარი…

Posted by Ana Goguadze on კვირა, 16 ივნისი, 2024

15 ივნისს „კაფე მზიურმა“ გაავრცელა განცხადება, რომ შენობა აუქციონზე გადის. მათი თქმით, თბილისის მერიამ გადაწყვეტილება წინასწარი გაფრთხილების გარეშე მიიღო.

16 ივნისს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ მდებარე კაფეს მომავალშიც იგივე სტატუსი ექნება, რაც აქამდე ჰქონდა. მერის თქმით, შენობა ისევ სოციალური კაფეს სტატუსით გასხვისდება და პროექტები, რომლებიც აქამდე ხორციელდებოდა, ისევ განხორციელდება.

კახა კალაძის განცხადებით, ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და კაფე, კანონის შესაბამისად, აუქციონის წესით გასხვისდება.

„რამდენჯერმე მოხდა ამ კონკრეტული კაფეს ერთ ადამიანზე, პირდაპირი წესით გადაცემა, რაშიც მადანაშაულებდნენ. რა თქმა უნდა, არ მინდა ეს თემა გახდეს სალაპარაკო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კაფეს სტატუსი ექნება იგივე, შეუცვლელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები