LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არიან ადამიანები, ეპოქას რომ ქმნიან და არ არის აუცილებელი ეს ადამიანები იმპერიებს მართავდნენ… მე თუ მკითხავთ – ანა და ანას იდეა, უნდა დარჩეს მზიურის ამ შესანიშნავ კაფეში“ – გიორგი კეკელიძე

165
გიორგი კეკელიძე, ანა გოგუაძე

„მზიურს რომ ჩავუვლი ხოლმე, პირველი ანა გოგუაძე მახსენდება. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი დიდი ხნის მეგობარია. ჩემთვის ანა არის ახალი მზიურის გამცოცხლებელი და შემოქმედი“, – წერს სოციალურ ქსელში მწერალი გიორგი კეკელიძე და კაფე „მზიურის“ დამფუძნებელ, ანა გოგუაძეს მხარდაჭერას უცხადებს.

„არიან ადამიანები, ეპოქას რომ ქმნიან და არ არის აუცილებელი ეს ადამიანები იმპერიებს მართავდნენ.

„ეს ფოტო 2015 წელს არის გადაღებული, როცა ამ შენობის აღდგენა და გაცოცხლება შეუძლებლად მიაჩნდათ… გპირდებით, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ, კაფე „მზიურის“, როგორც სოციალური საწარმოს იდეის და მიღწეული შედეგის გადასარჩენად!“ – ანა გოგუაძე

ანამ ეს შეძლო და შეძლო მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ფიქრი მხოლოდ იქაურობით ცოცხლობდა.

მე თუ მკითხავთ – ანა და ანას იდეა, უნდა დარჩეს მზიურის ამ შესანიშნავ კაფეში“, – წერს გიორგი კეკელიძე.

მზიურს რომ ჩავუვლი ხოლმე, პირველი ანა გოგუაძე მახსენდება. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი დიდი ხნის მეგობარია. ჩემთვის…

Posted by გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze on შაბათი, 15 ივნისი, 2024

15 ივნისს „კაფე მზიურმა“ გაავრცელა განცხადება, რომ შენობა აუქციონზე გადის. მათი თქმით, თბილისის მერიამ გადაწყვეტილება წინასწარი გაფრთხილების გარეშე მიიღო.

16 ივნისს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ მდებარე კაფეს მომავალშიც იგივე სტატუსი ექნება, რაც აქამდე ჰქონდა. მერის თქმით, შენობა ისევ სოციალური კაფეს სტატუსით გასხვისდება და პროექტები, რომლებიც აქამდე ხორციელდებოდა, ისევ განხორციელდება.

კახა კალაძის განცხადებით, ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და კაფე, კანონის შესაბამისად, აუქციონის წესით გასხვისდება.

„რამდენჯერმე მოხდა ამ კონკრეტული კაფეს ერთ ადამიანზე, პირდაპირი წესით გადაცემა, რაშიც მადანაშაულებდნენ. რა თქმა უნდა, არ მინდა ეს თემა გახდეს სალაპარაკო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კაფეს სტატუსი ექნება იგივე, შეუცვლელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები