LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს გადაწყვეტილება არის პოპულისტური და არასწორი, ამით გენოციდისკენ მიდიან“ – ვატო სურგულაძე კოვიდ გადატანილი პირისთვის მწვანე სტატუსის უვადოდ მინიჭებაზე

580
BeFunky-collage (51)

მწვანე სტატუსის მქონე ბარათების სისტემის ერთ-ერთ კომპონენტს, რომლის თანახმად კოვიდგადატანილ პირს მუდმივად ენიჭება მწვანე სტატუსი ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტი ვატო სურგულაძე ეხმიანება.

მისი შეფასებით, ეს არის პოპულისტური გადაწყვეტილება. ამის შესახებ მან „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ ილაპარაკა.

როგორც სურგულაძე განმარტავს, კოვიდ ინფექციის გადატანის შემდეგ მაქსიმუმი უნდა იყოს 6 თვე და ამ პერიოდის განმავლობაში პირს შეუძლია მიენიჭოს მწვანე სტატუსი.

„ამ გადაწყვეტილებას სამედიცინოს სფეროს ნაწილი არ ეთანხმება. არასოდეს უჯერებენ ამირან გამყრელიძეს, რომელმაც თქვა, რომ იმედი აქვს გადაიხედება ეს საკითხი.

ეს გადაწყვეტილება პირდაპირ გეტყვით პრემიერ მინისტრმა მიიღო. ეს გადაწყვეტილება არის პოპულისტური და არასწორი. ამ გადაწყვეტილებით გენოციდისკენ მიდიან“, – აღნიშნა ვატო სურგულაძემ.

ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ გადახედონ ე.წ. მწვანე სტატუსის საკითხს, რომელიც ამჟამად, კოვიდგადატანილ პირს მუდმივად ენიჭება

მისი თქმით, ის ასევე არ ეთანხმება პისიარ ტესტის გაკეთებიდან 3 დღიან ინტერვალს.

„იმ დღეს შეიძლება არ გამოჩნდეს, მეორე დღეს გამოჩნდეს და მესამე დღეს შეიძლება ადამიანი ინფექციის გამავრცელებელი იყოს. პისიარ ტესტი აღმაშენებელზე სუვენირების მაღაზიებში და სახაჭაპურეებში ტარდება, როგორ უნდა ვენდო ასეთ ხარისხს?“-განაცხადა ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტმა.

“კოვიდის გადატანის შემდეგ პირს მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად” – გიორგი ღიბრაძე განმარტავს რა შემთხვევაში ენიჭება მოქალაქეს მწვანე სტატუსი და რომელ დაწესებულებებში დაგვჭირდება

მისი თქმით, დღევანდელი ფორმით „მწვანე პასპორტის“ მექანიზმი ვაქცინაციის ტემპზე პრაქტიკული გავლენა ვერ ექნება.

ჯანდაცვის მენეჯმერტის ექსპერტის რეკომენდაციაა, რომ მწვანე ბარათის სტატუსით ისარგებლონ მხოლოდ აცრილმა ადამიანებმა, ასევე კოვიდ გადატანილმა პირებმა, მხოლოდ 6 თვის ვადით.

„სხვას არავის უნდა მიეცეს სხვადასხვა დაწესებულებებში შესვლის უფლება. ვხედავ, მწვანე ბარათების პროექტი ჩაუვარდებათ. ეს არავითარ მოტივაციას არ აძლევს ადამიანებს, რომ აიცრან“, – აღნიშნა ვატო სურგულაძემ.

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან ე.წ მწვანე პასპორტის კონცეფცია ამოქმედდება. როგორც პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის პირიარ-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

საკოორდინაციო საბჭოს წევრის გიორგი ღიბრაძის განმარტებით, კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და პირს მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად.

ობიექტები, სადაც „მწვანე პასპორტის“ გარეშე ვერ მოხვდებით

magti 5g