LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ობიექტები, სადაც „მწვანე პასპორტის“ გარეშე ვერ მოხვდებით

362
მწვანე პასპორტი და ობიექტები

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან ე.წ მწვანე პასპორტის კონცეფცია ამოქმედდება.

როგორც პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის პირიარ-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

„მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის;

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების-საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.

რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით, ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი: ღარიბაშვილი

პენსიონერები, რომლებიც პირველ იანვრამდე აიცრებიან, ერთჯერად 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები