„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, პარტიის დატოვების შესახებ ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას გადაწყვეტილება პირადი ბრაზით და ამბიციით იყო ნაკარნახევი.
მისი თქმით, ნიკა მელიას გარემოცვის წევრები, მათ შორის რეგიონებში, თვეების მანძილზე პარტიულ პროცესებს ბოიკოტს უცხადებდნენ და მათი მხრიდანაც იგივე გადაწყვეტილების მიღება გასაგები იქნება.
ნიკა მელია: „ვაფუძნებ ჩემს პარტიას და ეს პარტია ქართული დემოკრატიისთვის ძალიან ბევრს გააკეთებს“
„არ მექნება პრეტენზია არსებულ პოლიტიკურ სპექტრში ყველაზე კვალიფიციურები ვიყოთ, მაგრამ ყველაზე მართალი პოლიტიკური პარტია, რომელზედაც უნდა დაშენდეს კვალიფიკაციაც, ცოდნაც, ხედვაც, იქნება ის პარტია“.
„ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც ნაკარნახევი იყო არა სწორი პოლიტიკური გათვლით, არამედ პირადი ბრაზით და ამბიციით, თუმცა, ივანიშვილთან ბრძოლაში აბსოლუტურად ყველას ვუსურვებთ წარმატებას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენი პარტია, რომლის რიგებში და დღის წესრიგში ბატონი ნიკა უკვე თვეებია თავისივე გადაწყვეტილების გამო არ განიხილება“. – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.