“ეს გახლავთ ან ზეპირი საუბარი ან ფურცლებზე დაწერილი საკითხები, როლის ფაბრიკაცია შეუძლია ნებისმიერ ადამიანს” – მმართველი გუნდიდან, სუს-ის მიერ სავარაუდოდ, ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებსთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.
მისი განცხადებით, ქართული ოცნება სწორედ ამაზე საუბრობდა, როცა ამბობდა, რომ იქნებოდა დეზინფორმაციისა და ზიზღის ენის კამპანია.
ეს ასეც ხდება – აცხადებს პაპუაშვილი, მისივე განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია არ აწარმოებს ნამდვილ წინასაარჩევნო კამპანიას, „ქართული ოცნება“ წინასწარ აფრთხილებდა საზოგადოებას, რომ მოსალოდნელი იყო მათი მხრიდან დეზინფორმაციით გაჯერებული „მედიური კამპანიის“ წარმოება.
“როდესაც ხდება გარკვეული ამბების მოყოლა და ამის წარმოჩენა, თითქოს ეს არის ფაქტი და შემდეგ სხვა ადამიანებისთვის მოთხოვნა, რომ მათ თავი იმართლონ და ა.შ. ეს არის ტიპიური კამპანია დეზინფორმაციის. ფაქტია, რომ არჩევნებამდე დარჩენილია სულ რამდენიმე დღე და სწორედ ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ, რომ იქნებოდა დეზინფორმაციისა და ზიზღის ენის კამპანია და ეს ასეც ხდება.” – განაცხადა პაპუაშვილმა