LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს გახლავთ საკმაოდ ცნობილი, ძველი სიმღერა, რომელსაც შესანიშნავად ასრულებდა გოგი დოლიძე…“ – მიშა ჭონიშვილი სიმღერის პრემიერით „არ დაიდარდოში“

832
რადიო

რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში მიშა ჭონიშვილის ახალი ნამუშევრის „თბილისი“ პრემიერა შედგა.

მიშა, მოგვიყევით  სიმღერაზე „თბილისი“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ეს გახლავთ საკმაოდ ცნობილი, ძველი, ქალბატონ მაცაცო სებისკვერაძის სიმღერა, რომელსაც შესანიშნავად ასრულებდა გოგი დოლიძე. არის ასეთი ჩანაწერი, სადაც გოგი დოლიძე ნუცა ჯანელიძესთან ერთად ასრულებს ამ სიმღერას როიალთან. ერთ საღამოს, სოციალურ ქსელში შემხვდა ეს ვიდეო და ხასიათზე მომიყვანა.

რა თქმა უნდა, საპასუხისმგებლო იყო ამ სიმღერის გაკეთება, თან ქალბატონი მაცაცოს სიმღერაა, თან გოგი დოლიძე ასრულებდა.

არანჟირება რომა გიორგაძეს ეკუთვნის, ტექსტი ბატონ თამაზ სანებლიძეს, მუსიკა ქალბატონ მაცაცო სებისკვერაძეს.

ვისაუბროთ „ალილოზეც“, როგორია ანსამბლის სამომავლო გეგმები?

გვაქვს კონცერტები თბილისში, რეგიონებში, მივდივართ „საქართველოს დღეებზე“ თურქეთში, შემდეგ, ბრიტანეთსა და ირლანდიაში ვაპირებთ კონცერტების ჩატარებას. ნოემბრის დასაწყისში, ქუთაისში, თელავში, ბათუმში იგეგმება ჩვენი კონცერტები, ნოემბრის ბოლოს, „რუსთაველის თეატრში“ გვექნება კონცერტი.

მიშა ჭონიშვილი – თბილისი

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები