დღეს რიყეზე, ოპოზიციური პარტიები შეიკრიბებიან. შეკრება 15:00 საათზე დაიწყება.
ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეს არ იქნება მასშტაბური აქცია, თუმცა შეკრებას ყველა პარტიის წარმომადგენელი დაესწრება.
„ეს იქნება არა დიდი აქცია, არამედ უფრო შტაბის წარმოდგენა, დიდი საერთო შტაბის. ყველა პარტიის წარმომადგენლები იქნებიან. 15 მაისისთვის განცხადებას გავაკეთებთ, რომ რაღაცნაირად ეს ერთგვარი პრელუდია იყოს, რათა ადამიანებს გავაგებინოთ ჩვენი გეგმის შესახებ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.