LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს იქნება იქამდე, სანამ არ დაიწყება მასობრივი გამოსვლები” – რა გზას დაადგება ქვეყანა პოლიტიკური შეთანხმების გარეშე

139
aqcia

ევროპელი დიპლომატი, რომელმაც საკუთარი დღის წესრიგი თავდაყირა დააყენა, რომ როგორმე საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი დაესრულებინა, ფრენა გადადო და თბილისში დარჩა,  ბრიუსელში “ხელცარიელი” დაბრუნდა. როგორც ოპოზიცია ამბობს, დანიელსონის აღელვებასა და წასვლაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება. ოპოზიციის ეს სიტყვები კი იმას მოწმობს, რომ როგორც ჩანს, დანიელსონი დახურულ შეხვედრაზე აღელვებას არ მალავდა. სამწუხაროდ, გუშინდელი თითქმის 10 საათიანი შეხვედრა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის უშედეგოდ დასრულდა.

არავის გაუკვირდება, რომ ხელისუფლება ყველაფერს ოპოზიციას აბრალებს, ოპოზიცია კი – ხელისუფლებას. ამასობაში ქვეყანა ისევ პოლიტიკურ კრიზისში რჩება, ხალხი კი – სიღარიბეში. როდის და როგორ გამოვა ქვეყანა ამ ჩიხიდან და ნიშნავს თუ არა პოლიტიკური მოლაპარაკების მაგიდის აყირავება რუსეთის გამარჯვებას. ჩვენ პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს ვესაუბრეთ, რომელიც ამბობს, რომ ფაქტია, პოლიტიკოსების მოთხოვნებს შორის თავიდანვე არ არსებობდა შეხების წერტილები.

არანაირ კომპრომისს ის ბრძენი კაცი არ აპირებს, ჩაშლილ მოლაპარაკებებზე პასუხისმგებლობის დაკისრება ოპოზიციაზე მინიმუმ უსინდისობაა: ჯაფარიძე

"მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი ძალაუფლების დანაწილების სისტემური ხედვა. იდო არაფერი" - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

„ხელისუფლება ისევ ამბობს, რომ არჩევნების საკითხი არ გადაიხედება, ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი მათ ზურგს უმაგრებენ, როცა აცხადებს, რომ არჩევნები თითქოს თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, ამიტომაც კიდევ უფრო რთულდება შეთანხმების მიღწევა. 8 მარტის შეთანხება თუ შედგა, იქ საუბარი იყო რამდენი დეპუტატი იქნებოდა მაჟორიტარი, რამდენი – პროპორციული სისტემით არჩეული და ამიტომ შედგა შეთანხმება.

მე მგონია, სანქციები აუცილებლად უნდა დაწესდეს, სხვა შემთხვევაში, ხელისუფლება გაყალბებულ არჩევნებს, მელიას დაპატიმრებას აღიქვამს ისე, რომ მას „გასდის“ ყველაფერი“, – ამბობს ჩიტაძე.

რადიო „ფორტუნას“ კითხვაზე, ახლა რა არის გამოსავალი და ხომ არ იქნება უკეთესი, რომ პროცესში ჩაერთოს ამერიკის შეერთებული შტატები, პოლიტოლოგი ამბობს, რომ ეს უკეთესი კი არა აუცილებელიცაა.

„ახლა ამერიკაზე ბევრია დამოკიდებული, ის გაცილებით ხისტია, თუმცა საინტერსოა როგორ განვითარდება ამერიკა–რუსეთის ურთიერთობა, რაც აშკარაა, რომ იძაბება. ამიტომ ამერიკას გეოპოლიტიკური გავლენის გაძლიერება დასჭირდება რუსეთის გარშემო, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებაში.

სამწუხაროდ, ჯერ ისევ ვრჩებით პოლიტიკურ კრიზისში, ჯერჯერობით ჰგონია ხელისუფლებას, რომ ყველაფერი „გასდის“ და ეს იქნება იქამდე, სანამ საქართველოში არ დაიწყება მასობრივი გამოსვლები“, – გვითხრა პოლიტოლოგმა.

ამ წუთებში, ოპოზიცია “ლელო საქართველოსთვის” ოფისში იკრიბება და სამომავლო სტრატეგიას შეიმუშავებს. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაიგეგმება აქციებიც.

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე სენატში იმსჯელებენ – მარგველაშვილი ამბობს, რომ დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად აუცილებელია აშშ-ის ჩარევა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g