LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს იქნება სამაგალითო საქმე, რომ ვერავინ გაბედოს ძალადობა, მით უმეტეს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანზე: იონათამიშვილი

83
რატი იონათამიშვილი

სამართალდამცველის მხრიდან მოზარდი შშმ პირის მიმართ განხორცილებელულ ძალადობის ფაქტს უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ეხმიანება.

იონათამიშვილის თქმით, ეს იქნება სამაგალითო, საქმე, რათა ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანზე ძალადობა ვერავინ გაბედოს:

“სამაგალითო საქმე იქნება, რომ ვერავინ გაბედოს ჩვენს ქვეყანაში ძალადობა ვერც მოქალაქეზე, მით უმეტეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანზე. ასევე ვერავინ გაბედოს, გულგრილად უყუროს ნებისმიერი დანაშაულისა და ძალადობის ფაქტს.

მეორე მხრივ, აუცილებლად მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ დღეებში ძალიან ბევრი ადამიანისგან და ჯგუფისგან მოვისმინეთ სიძულვილის ენა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ, თითქოს ეს ადამიანები აპროტესტებენ და იცავენ შშმ პირთა უფლებებს, მაგრამ ამას აკეთებენ სიძულვილის ენითა და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ.

ეს ხაზს უსვამს, რომ ისინი ამ პოზიციით არ არიან გულწრფელები და საქმე გვაქვს ფარისევლობასთან. თითოეულმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ როდესაც იღებს ვალდებულებას, საჯაროდ ილაპარაკოს ამა თუ იმ ადამიანთა ჯგუფზე, მათ საჭიროებებზე, უნდა ილაპარაკოს გამართულად და არა დისკრიმინაციულად, სიძულვილის ენით”, – ამბობს იონათამიშვილი.

შეგახსენებთ, სამართალდამცველი შშმ პირს ფიზიკურად გუშინ დაუპირისპირდა. ფაქტის ამსახველი კადრები თვითმხილველმა გადაიღო, მოგვიანებით კი ვიდეოკადრები “ტვ პირველმა” გაავრცელა.

კადრებში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი 17 წლის ბიჭს.

ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს.

პოლიციელმა მოქალაქეს სცემა – გავრცელებული ინფორმაციით დაზარალებული შშმ პირია

“გველაპარაკეთ ჟესტურ ენაზე” – მთავრობის ადმინისტრაციასთან სმენადაქვეითებულმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს

„ამბობს, არაფრის გამო დამიჭირა პოლიციამ, მეგობრები გაიქცნენ, მე შემიყვანეს და მცემესო“ – რას ამბობენ ნაცემი შშმ პირის ახლობლები მომხდარზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g