LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ის ადამიანია, ჩემი სასწაული ლაზარე რომ მაჩუქა.. თქვენი სუფთა გულის, მზრუნველი ხელების გარეშე ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა ჩვენი ჯანმრთელობა“ – პიტბულის მიერ დაკბენილი 2 წლის ბავშვის დედა ალექსანდრე კალანტაროვს ემოციურ პოსტს უძღვნის

683
BeFunky-collage

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, 16 დეკემბერს, ძაღლმა ორი მცირეწლოვანი, ძმები – ნიკოლოზ და ლაზარე ნაკაშიძეები დაკბინა. 2 წლის ლაზარეს უკვე ორი ოპერაცია ჩაუტარდა. კიდევ ერთი ოპერაცია კი იანვარში დაანონსდა.

„გმირია ჩემი ლაზარე! მადლობა ღმერთს, ტვინს არაფერი შეეხო და ძვალიც საღი აქვს“ – რას ამბობს პიტბულის მიერ დაკბენილი 2 წლის ბავშვის დედა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

პატარა ლაზარეს ოპერაცია „კარაპს მედლაინის“ პლასტიკური-რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ექიმმა ალექსანდრე კალანტაროვმა გაუკეთა.

„დეფექტის ორი მესამედი დაიფარა“ – ექიმი პიტბულის მიერ დაკბენილ ბავშვზე

ლაზარეს დედა, ლიკა ხამათაშვილი ალექსანდრე კალანტაროვს ემოციურ პოსტს უძღვნის და საჯაროდ უხდის მადლობას.

„მადლობა უფალს, ბედნიერი ახალი წელი მაქვს, ჩემ გმირ ლაზარესთან ერთად ვხდები 2024 წელს“ – ოზურგეთში, ძაღლის მიერ დაკბენილი ლაზარეს დედა

„ბატონ: ალექსანდრე კალანტაროვი ეს ის ადამიანია ჩემი სასწაული ლაზარე რომ მაჩუქა

ამ ადამიანის გული, რომელიც ყოველ პაციენტზე წუხს, ბედნიერებით აღივსოს, თვალები, რომელშიც მუდამ თანაგრძნობა ცოცხლობს, სიხარულით გაბრწყინდეს მუდამ 

თქვენი სუფთა გულის, მზრუნველი ხელების, გაგებული თვალების გარეშე ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა ჩვენი ჯანმრთელობა და სიმშვიდე. უამრავი მადლობა

უამრავი წარმატებები თქვენ“, – წერს ლიკა ხამათაშვილი და გვიზიარებს ფოტოს Forbes Georgia-ს 2024 წლის იანვრის ნომერიდან, რომლის გარეკანზეც პლასტიკური ქირურგი, ალექსანდრე კალანტაროვია წარმოდგენილი.

„2-3 კვირაში, კიდევ დასჭირდება ოპერაცია“ – როგორია ლაზარეს მდგომარეობა, რომელიც პიტბულმა დაკბინა

„სკალპის 2/3 არის გადანერგილი“ – ძაღლის მიერ დაკბენილ 2 წლის ლაზარეს 13-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g