LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გმირია ჩემი ლაზარე! მადლობა ღმერთს, ტვინს არაფერი შეეხო და ძვალიც საღი აქვს“ – რას ამბობს პიტბულის მიერ დაკბენილი 2 წლის ბავშვის დედა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

775
BeFunky-collage (1)

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, 16 დეკემბერს, ძაღლმა ორი მცირეწლოვანი, ძმები – ნიკოლოზ და ლაზარე ნაკაშიძეები დაკბინა. 2 წლის ლაზარეს უკვე ორი ოპერაცია ჩაუტარდა. მის მდგომარეობაზე დედა, ლიკა ხამათაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბავშვს კიდევ ერთი ოპერაცია იანვარში უნდა ჩაუტარდეს.

„2-3 კვირაში, კიდევ დასჭირდება ოპერაცია“ – როგორია ლაზარეს მდგომარეობა, რომელიც პიტბულმა დაკბინა

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„პირველ ოპერაციაზე ქსოვილები გაასუფთავეს, მეორეზე გადაუნერგეს სკალპი. ჯერ სრულად ვერ დაიფარა თავი, მხოლოდ სკალპის 80%-ის დაფრვა შეძლეს. ბეჭიდან აძრობენ და იმას უნერგავენ თავზე. ასე გამიწამდა ბავშვი, მაგრამ გმირია ჩემი ლაზარე!

„სკალპის 2/3 არის გადანერგილი“ – ძაღლის მიერ დაკბენილ 2 წლის ლაზარეს 13-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა

რეაბილიტაციის შემდეგ კოსმეტიკური ჩარევები დასჭირდება, მაგრამ ამ ეტაპზე ეგ ამბავი მეორეხარისხოვანია. ახლა დიდ ოპერაციას ველოდებით, რომ სკალპი მთლიანად დაიხუროს და დანარჩენს აღარ აქვს მნიშვნელობა. ყურები, სახე, ყველაფერი გადაურჩა, მხოლოდ თავის ქალაზე ააძრო ყველაფერი იმ საშინელმა ძაღლმა.. ექიმებსა და ექთნებს ძალიან შეაყვარა თავი.

ექთნებმა სათამაშოები მოუტანეს, ელაპარაკება მათ და გადარია ყველა.. დაკბენის მომენტიდან დღემდე ბავშვს გონება არ დაუკარგავს, სრულ გონებაზეა, ჭიკჭიკებს და კონტაქტურია. მადლობა ღმერთს, ტვინს არაფერი შეეხო და ძვალიც საღი აქვს. გადარჩენილები ვართ“

„ყველაფერს ვაკეთებთ მის დასახმარებლად, ექიმებმა მაქსიმუმი შეძლეს, უკვე პროგნოზი საიმედოა“ – გურიაში, ძაღლის მიერ დაკბენილი პატარა ლაზარეს ოპერაციის ხარჯებს სახელმწიფო სრულად დაფარავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g