2000-იანი წლების ყველაზე სასურველი ბიჭები გაერთიანდნენ, ენრიკე იგლესიასმა და რიკი მარტინმა პირველი ერთობლივი ტურნე დააანონსეს. შოუპროგრამა 5 სექტემბერიდან 30 ოქტომბრამდე აშშ-სა და კანადაში გაიმართება, ბიჭები სულ 21 კონცერტს გამართავენ.
„ეს ისტორიული მომენტია, რომელსაც დიდი ხანი ველოდით“ – განაცხადა ენრიკე იგლესიასმა. პუერტორიკოელმა არტისტმა, რიკი მარტინმა კი დაამატა, რომ შოუები საოცარი საცეკვაო ნომრებით იქნება დატვირთული.