კიმ კარდაშიანმა ღიად ისაუბრა კანიე უესტთან დაძაბულ ურთიერთობაზე და იმ მოტივებზე, რომლებიც მათი განქორწინების მიზეზი გახდა. როგორც 44 წლის კიმმა პოდკასტში Call Her Daddy აღნიშნა, მათი ქორწინება „ტოქსიკურ კავშირად“ იქცა, ხოლო ბოლო წვეთი კი ემოციური და ფინანსური დაუცველობის შეგრძნება იყო.
„ძალიან ბევრი რამ ხდებოდა, რაზეც ვეღარ ვხუჭავდი თვალს, გული მტკიოდა, როცა ის სიტყვიერად ჩემს შვილებს, ბებიას, ან დეიდას ამცირებდა… იყო დღეები, როცა სახლში ვბრუნდებოდი და ვხედავდი ხუთ ახალ ავტომობილს, რომლებიც არსაიდან გაჩნდა, მეორე დღეს კი ვიგებდი, რომ უკვე სხვას აჩუქა, ეს ბოლო წვეთი იყო. მასთან ერთად არასდროს იცოდი, დილით რა დაგხვდებოდა და ეს საშინელი განცდა იყო. ყოფილი მეუღლის ემოციური არასტაბილურობა ხშირად იწვევდა ჩემში შიშს“, – განაცხადა ვარსკვლავმა.
ვარსკვლავმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელი იყო პარტნიორი, რომელიც პირად საკითხებს ასაჯაროებდა. მან გაიხსენა ის შემთხვევაც, როცა კანიემ საჯაროდ თქვა, რომ კიმს პირველ ორსულობაზე აბორტის გაკეთება სურდა.
შეგახსენებთ, კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ხუთწლიანი ქორწინების შემდეგ ოფიციალურად 2022 წელს განქორწინდნენ. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს, 12 წლის ნორსი, 9 წლის სეინტი, 7 წლის ჩიკაგო და 6 წლის ფსალმი.
ვიდეო: ჰიპ-ჰოპ არტისტის, კანიე უესტის შესახებ სკანდალური დოკუმენტური ფილმი გამოვიდა

