მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშილის საქმეზე 6 პირის განაჩენი გახდა ცნობილი.
შაქარაშვილის საქმეზე 6 პირს განაჩენი გამოუტანეს
მსჯავრდებულების ადვოკატების განცხადებით, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
არჩილ ბერიანიძე:
„სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია მაგალითად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე. არსად არ უხსენებია ცუცქირიძე. ეს გადაწყვეტილება არაკანონიერი, დაუსაბუთებელია. თქვენი ყურით უსმენდით, რომ არ უხსენებია ცუცქირიძე. განაჩენს გავასაჩივრებთ. ეს არის უკანონო გადაწყვეტილება და ძალიან ცუდად დაუბრუნდება მართლმსაჯულენას და საფრთხეს უქმნის ზოგადად სასამართლოს. არ შეიძლება მოსამართლეს ასეთი განაჩენი გამოჰქონდეს. ველოდებით განაჩენის გადმოცემას 1 კვირის განმავლობაში და მზად ვართ გასაჩივრებისათვის“.
როსტომ კერესელიძე:
„მოსამართლემ ბევრი რამ მოიტყუა. თითქოს მერაბიშვილი რომ გამოვიდა აგარაკიდან ჯერ ტელეფონი გამოართვა ქათამაძეს და მერე გაარკვია, იქ რა მოხდა. ეს ასე არ იყო. რაში გამოიხატება ორგანიზება, თუ ტელეოფნით არ დაუკავშირდა და პირადად არ უთხრა ვინმეს. ბევრი რამე თქვა სხვანაირად, რაც თავისი განაჩენის გასამყარებლად სჭირდებოდა. არ უთქვამს, რომ “მერსედესი” როცა ჩამოვიდა, თბილისისკენ მერე წავიდა „ტოიოტა ქამრი“. ეს იყო წინასწარ დაწერილი სპექტაკლი, მაგრამ ამხელა უსამართლობასაც არ ველოდებით. პატარა ჰუმანურობაც არ გამოუჩენია. კოდექსით 1 დღე არ განუსაზღვრა პირობითად, ეს შეეძლო მას. ყველაფერი მიუთითებს, რომ ზემოდან იყო სერიოზული დაკვეთა.
ფაქტია, დაკვეთა რომ წარმატებით შესრულდა. ჩვეულებრივი ჩხუბზე ასეთი განაჩენი დადგა. ეს იყო შურისძიება შაქარაშვილის გარდაცვალებაზე იმ ბიჭების მიმართ, რომლებიც არც კი იცნობდნენ შაქარაშვილს და არც კი შეხებიან“.
ცნობისთვის, 13 ნოემბერს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწოვნები დამნაშავედ სცნო.
შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული.
