LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს იყო დიდი ისტორიის მქონე, დიდი ამბიციების მქონე, პატარა ქვეყნის, თავმოყვარე პრემიერ-მინისტრის სიტყვა” – ირმა ზავრადაშვილი

152
fot (1)

„ვერ ვხვდები რა პრეტენზია უნდა ჰქონდეს ბატონი ირაკლის განცხადებასთან დაკავშირებით ოპოზიციას. მან მკაფიოდ დააფიქსირა ჩვენი ევროატლანტიკური მომავალი, მკაფიოდ დააფიქსირა, რა რთული და დიდი შრომა აქვს ჩადებული დღევანდელ ხელისუფლებას, იმისათვის, რომ ევროპის დიდ ოჯახში გავერთიანდეთ. მან მკაფიოდ დაასახელა ყველას ის პრობლემა და ყველა ის ხელის შემშლელი ფაქტორები, რომელიც ამ გზაზე დღევანდელ ხელისუფლებას აქვს“ – ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემაში “დღის თემა” „ქართული ოცნების“ წევრმა, ირმა ზავრადაშვილმა განაცხადა.

უმრავლესობის წევრმა ბრატისლავაში,  გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები დადებითად შეაფასა და თქვა, რომ კრიტიკის საფუძველს ვერ ხედავს.

„დღეს ბრატისლავაში სიტყვა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა თქვა იყო დიდი ისტორიის მქონე, დიდი ამბიციების მქონე, პატარა ქვეყნის, თავმოყვარე პრემიერ-მინისტრის სიტყვა, რომელმაც რთული გეოპოლიტიკური ახსნა მოახერხა ძალიან მარტივად და გასაგებად“ – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

რაც შეეხება ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ მწვავე განცხადებებს, მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ ჩვენი ევროპული მომავალი კონსტიტუციაშია ჩაწერილი.

“არ არსებობს ობიექტური მიზეზი, რომელიც შეიძლება დაასახელოს რომელიმე ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერმა ან ქვეყნის შიგნით ოპოზიციამ, რომ ჩვენს ევროპულ მომავალს რაიმე საფრთხე ემუქრება ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით, ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია და ტყუილი“ – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი  NATO-ში, გაწევრიანების სურვილი იყო. დისკუსიის მოდერატორმა ჟურნალისტმა ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა: „როგორ ფიქრობთ, რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში 2022 წელს?  „მგონი, რომ მიზეზი ყველამ იცის“. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ნატო, ნატოს გაფართოება, ხომ ასეა? და ბევრი სხვა მიზეზი. არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც რუსეთის მთავრობის ციტირება მინდა, მაგრამ ერთ-ერთ მიზეზი იყო უკრაინელების ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g