LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს იყო მოსკოვიდან წამოსული მოღალატეობრივი, სისხლიანი რუსული სამხედრო აგრესია: უკრაინა საქართვლოს თანადგომას უცხადებს

69
უკრაინა საქ

უკრაინის შეიარაღებული ძალები 2008 წლის აგვისტოს ომიდან 13 წლისთავზე იხსენებს და სოლიდარობას უცხადებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს კრემლის ორგანიზებით საქართველოს წინააღმდეგ „რუსეთის მოღალატეობრივი სამხედრო აგრესიის“ გამო , – ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აქვე უკრაინის შეიარაღებული ძალები გმობს რუსეთის საოკუპაციო ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები იხსენებს და საქართველოს თავდაცვის ძალების გვერდით დგას 2008 წლის აგვისტოს ომის 13 წლის თავზე. ეს იყო საქართველოს წინააღმდეგ მოსკოვიდან წამოსული კრემლის რეჟიმის მოღალატეობრივი, სისხლიანი რუსული სამხედრო აგრესია. უკრაინის შეიარაღებული ძალები გმობენ რუსეთის ფედერაციის ომს საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში / სამხრეთ ოსეთში საქართველოს სუვერენული ტერიტორიების მიმდინარე უკანონო ოკუპაციას, ასევე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია ამ რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ“, – ნათქვამია უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალები გამოხატავენ სოლიდარობას და ადასტურებენ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გაყინვით რუსი აგრესორის დამშვიდების მცდელობამ გამოიწვია რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო ძალების პირდაპირი შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ 2014 წლის თებერვლიდან. რუსეთის მიერ შეჭრა და საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაცია არის გაეროს წესდების, ჰელსინკის აქტის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური წესებისა და პრინციპების უხეში დარღვევა. ამ დღეებში, საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად, ჩვენ ვგლოვობთ ომში დაღუპულებს, პატივს მივაგებთ მათ და მთელ ქართველ ხალხთან ვიზიარებთ გამოუსწორებელი დანაკარგებით მიყენებულ ტკივილს. რუსული პროპაგანდა და ჰიბრიდული ძალები ცდილობენ შეცვალონ ჭეშმარიტი მსოფლიო აზრი, რომ რუსეთი არის მტერი, რომელთანაც საჭიროა ერთობლივ ძალებით ბრძოლა. რუს აგრესორთან ბრძოლისას მხოლოდ ურყევ ტრანსატლანტიკურ ერთიანობას და სოლიდარობას შეუძლია დაუბრუნოს მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოსა და უკრაინას. უკრაინისა და საქართველოს უსაფრთხოების მდგრადი და გრძელვადიანი გარანტიები – ეს არის ნატოში შესვლა“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g