LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს იყო რქებიანი სატანა, ქალის თმით“ – თამარ ივერი უჩვეულო შემთხვევას იხსენებს

1508
tamariverijado

საოპერო მომღერალმა თამარ ივერმა უჩვეულო შემთხვევის შესახებ გადაცემაში „ღამის პრაიმ-ტაიმი“ ისაუბრა და განაცხადა, რომ სახლში რქებიანი სატანის თოჯინა იპოვა, რომელსაც ქალის თმები ჰქონდა. მომღერალი კარიერულ დაღმასვლას, სწორედ იმ ბინის შეძენას უკავშირებს, სადაც ეს ნივთი აღმოაჩინეს.

„ჩემს ცხოვრებაში იყო ძალიან დიდი აღმასვლა, ვიყავი უმაღლეს პიედესტალზე ჩემს ხელოვნებაში, ერთ-ერთი წამყვანი ვარსკვლავი მსოფლიოში. ნელ-ნელა დაიწყო (დაღმასვლა), მე თვითონ ვერ ვხვდებოდი რატომ. რაღაც ხდებოდა, რომ კონტრაქტზე ის ის არის უნდა მოვაწერო ხელი და 5 წუთით ადრეც მეუბნებოდნენ, რომ სხვას მისცეს. არ მჯეროდა ასეთი რაღაცების, დავცინოდი კიდეც ასეთ ადამიანებს, ვინც იძახდნენ, იმას ის აღმოუჩინეს, ამას ცუდი თვალი აქვსო. მოხდა ისე, რომ ვიყიდე სახლი. ჩემმა მეუღლემ მითხრა რამე ხომ არ ხდებაო, არის ფენომენალური ქალბატონი, რომელსაც მინდა ვაჩვენო სახლიო. მოდის ქალი, დადგა და დაიწყო ლოცვა. უცებ გაჩერდა და მითხრა წამომყევითო, დადგა საძინებელში და ამბობს, ზუსტად ამ ადგილას უნდა ამომიჭრათ ჭერიო. ჩემმა მეუღლემ ამოჭრა ოთხკუთხედად. ძალიან ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ ეს იყო რქებიანი სატანა, ქალის ცოცხალი თმებით, რქებიანი თოჯინა, საშინელი სახე ჰქონდა, გაცინებული. პირველად ვამბობ, არსად მითქვამს. წაიღეს და დაწვეს, არ იწვებოდაო. ბოლოს დაიგრიხა, შიგნით თასმები, თმები, ნემსები, სანთლები, 5-6 საათი იწვოდა და არ იწვებოდა. მადლობა ღმერთს რომ ჩემს სახელზე არ იყო, ჩვენ რომ ვიყიდეთ ბინა, ეს გაკეთებული იყო, მაგრამ შენზეც მოქმედებს, როცა მის ქვეშ გძინავს. მერე რომ დავფიქრდი, ჩემი დაღმასვლა დაიწყო, მაშინ როდესაც ეს სახლი ვიყიდე”, – თქვა ივერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g