LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ჯანმრთელობაა: ქალი მეტყევე და პროფესიის სირთულეები – დღეს მეტყევის დღეა

722
62194923-1802440266568959-5541376868407574528-o

საქართველო დიდი ხანია 10 ოქტომბერს „მეტყევის დღეს“ ყოველწლიურად აღნიშნავს. წელს ეს დღე უკვე მეოცედ აღინიშნება. ბოტანიკურ ბაღში გამართულ ღონისძიებას მეტყევეებთან და გარემოს დამცველებთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები და კაჭრეთისა და ახალციხის პროფესიული სასწავლებლის სატყეო საქმის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

ლევან დავითაშვილმა მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და სატყეო სექტორში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა. გარემოს დაცვის სამინისტრომ 10 მეტყევე სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.

დამსახურებული შრომისთვის კახეთის სატყეო სამსხურის მეტყევე ბადურ გამტკიცულაშვილიც დასაჩუქრდა, რომელიც უკვე 12 წელია მეტყევეა.

 ეს პროფესია ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩვეულებრივ ადამიანზე ცოტა უკეთ გამეგება რამხელა მნიშვნელობ აქვს ტყის მოვლა-პატრონობას. ეკოლოგიურ შედეგებზე რომ არაფერი ვთქვათ, ეს პირველ რიგში, ჯანმრთელობაა, რომელიც ძალიან ძვირი ღირს.

დაახლოებით 12 წელია მეტყევე ვარ, რაც მარტივი საქმე არ არის. ხშირად ექსტრემალურ სიტუაციებში გვიხდება  მუშობა, უგზოობაში, უამინდობაში. წვიმის, სეტყვისა და სიცხის მიუხედავად, სულ ვმუშაობთ. ფიზიკურად უნდა იყო მზად, რომ სიარული შეძლო. ამ საქმიანობას ძალიან დიდი დატვირთვა ახლავს“.

გამოცდილი მეტყევე ბუნებაში ყოფნის მოყვარულებს რჩევებს აძლევს და გარემოსთან დაკავშირებულ ამჟამინდელ პრობლემებზეც საუბრობს.

ისინი ვინც ტყეში გადაადგილდებიან ბუნების სისუფთავეს უნდა გაუფრთხილდნენ. დანაგვიანებული ბუნება ყველაზე მეტად თვალშისაცემია. დანაგვიანება ძირითადად პლასტმასით ხდება, რომლის დაშლას ძალიან დიდი დრო უნდა. ნაგვის დაყრით, ფაქტობრივად, გარემოს და ბუნებასწამლავყურადღება სჭირდება ხანძრებს. ასობით ჰექტარი შეიძლება ძალიან მოკლე დროში განადგურდეს.განსაკუთრებით კი ზაფხულის პერიოდში, როდესაც სიცხეებია. ბრაკონიერებიაზიანებენ ბუნებას და ესეც გასაფრთხილებელია.  

ტყეების პრობლემა მთელი საქართველოს მასშაბით არსებობს. ტყეებს მიხედვა უნდა და მიეხედება. დაწყებულია რეფორმები და ალბათ ნორმალურად დასრულდება. რაც ამდენი წლები გაფუჭდა ამას გამოსწორება უნდა, რათა მომავალ თაობას ტყეები კარგ მდგომარეობაში შევუნახოთ.“

ალბათ დიდი ხნის წინ დაუჯერებელი იქნებოდა ქალი მეტყევის წარმოდგენა, მაგრამ დღეისათვის საქართველოში რამდენიმე ქალი მეტყევე გვყავს. მათ შორის, იმერეთის სატყეო სამსახურის მეტყევე მარინე მეფარიძე, რომელიც პროფესიის სირთულებზე თავადვე საუბრობს. ამის მიუხედავად კი იმედოვნებს, რომ სამომავლოდ ამ საქმიანობით ბევრი ქალი დაინტერესდება.

„საერთოდ მეტყევეობა მეცნიერებაა. ისეთი მნიშვნელოვანი მეცნიერებაა, როგორც ბიოლოგია, ფიზიკა… რადგან ეს არის ადამიანის გამაჯანსაღებელი წყარო, რომელიც ეკოლოგიასთან და სუფთა გარემოსთან არის დაკავშირებული. ამიტომაც, ტყეს ყველამ უნდა მოუაროს, რადგანაც ძალას და ჯანმრთელობას გვაძლევს და სიცოცხლის წყაროა.

იმერეთის სატყეო სამსახურში მეტყევე-სპეციალისტის თანამდებობაზე  2007 წლიდან ვმუშაობ. რთული სპეციალობაა, მითუმეტეს ქალებისთვის, თუმცა ძალიან საინტერესოა და ქალებს მოვუწოდებ ამ სირთულეების ნუ შეეშინდებათ. სირთულეში გარემოსა და მეტეროლოგიურ პირობებს ვგულისხმობ, მაგრამ დროთა განმავლობაში ესეც კი აღარ გეჩვენება სირთულედ.”

მეტყევე მარინე მეფარიძე თავისი საქმიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს, თუ  რა კეთდება იმერეთის რაიონში ტყეების გაჯანსაღებისთვის. ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია, რომელიც დიდ დროს მოითხოვს. აქედან გამომდინარე ბუნების მოფრთხილება აუცილებელია, ამიტომაც მეტყევე ქალი ადამიანებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„სატყეო რეფორმა შეიცვალა და ჩვენ ძირითადად მოვლა-აღდგენას, გაშენებას ვეწევით. ეს ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია. ვცდილობთ ბუნებრივი განახლების ხელშეწყობას, მცენარეთა დაავადებებთან ბრძოლას. იმერეთის სატყეო სამსახური 6 უბანს მოიცავს, ერთ-ერთ უბანში, ხარაგაულის სატყეო უბანში, დიდი პროექტია წამოწყებული. მიმდინარეობს სანიტარული და გამაჯანსაღებელი სამუშაოები.

გაუფრთხილდით გარემოსა და ტყეს. ტყეში ცეცხლის გაჩაღება თუ ნამწვავის გადაგდება, ძალიან დიდი ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს. ეს ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს, რაც ჩვენთვის და ჩვენი ჯანმრთელობისთვის არის ცუდი, ამიტომაც ყურადღება გვმართებს.“

მეტყევეების საქმიანობის მნიშვნელობაზე გარემოს დაცვის მინისტრმაც გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა სატყეო სექტორში ბოლო წლებში მიმდინარე საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებზეც ისაუბრა.

„დღეს ჩვენ მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადავეცით მეტყევეებს, იმ რთული და ხშირ შეთხვევაში რისკის შემცველი საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ. ტყე ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბუნებრივი რესურსია და ის განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, 2013 წლიდან, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სატყეო სექტორის ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმა დაიწყო, დამტკიცდა ეროვნული სატყეო კონცეფცია და შემუშავდა ახალი ტყის კოდექსი. რეფორმის მიზანი ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბებაა, რომელიც საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის ინიციატივით, წელს პირველად, ადრეულ ასაკში გარდაცვლილი ახალგაზრდა მეცნიერისა და მეტყევის პრემია დაწესდა. „სანდრო ურუშაძის პრემია 2019“-ის მფლობელი სატყეო სექტორის აქტივობებში მონაწილეობისთვის, სხვადასხვა უნივერსიტეტის სამი  სტუდენტი გახდა.

აღნიშნული დღე საქართველოს პრეზიდენტის მიერ 1999 წლის 17 დეკემბერს დაწესდა. მისი მიზანი სატყეო მეურნეობის სისტემის მუშაკთა პროფესიული დონისა და პასუხისმგებლობის ამაღლების, შრომითი სულისკვეთების გაძლიერება, სატყეო მეურნეობის დარგის აღორძინება და სახელმ­წიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში მეტყევეების როლის ამაღლებაა.

 

მეტყევის დღე ყოველი წლის 10 ოქტომბერს აღინიშნება.

mazda magti 5g