LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ხელებგაშლილი კაცი ბაბუაჩემია.. ასე აღნიშნა მან ფაშიზმზე გამარჯვება იქ, სადღაც ფრონტის ხაზზე” – მამუკა ხაზარაძე

148
fot (1)

ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

ეს ხელებგაშლილი კაცი ბაბუაჩემია, ჟაკო ხუნდაძე. ასე აღნიშნა მან ფაშიზმზე გამარჯვება იქ, სადღაც ფრონტის ხაზზე. იქ, სადაც ბევრი თანამებრძოლი და ქართველი მეგობარი დაკარგა იმისთვის, რომ დაეცვა თავისი ოჯახი, სამშობლო და თავისუფლება.

დღესაც, 21-ე საუკუნეში, უნდა დავამარცხოთ აგრესორი თავისი ფაშისტური გამოვლინებით, რომელიც ბომბავს და კლავს ათასობით ადამიანს უკრაინაში, რომელიც 200 წლის წინ შემოიჭრა საქართველოში და მას მერე აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას.

ვუსურვებ ყველას, ასე ხელებ გაშლილებს აღგვენიშნოს უკრაინის და საქართველოს გამარჯვება, მალე გვეზეიმოს ევროპაში სრული გაერთიანება. იქ, სადაც ჩვენი ისტორიული სახლია. ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია!”, – წერს მამუკა ხაზარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g