LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს კიბოს საწინააღმდეგო საუკეთესო წამალია…“ – არუნ ხათრი საზოგადოებას კიდევ ერთი რეკომენდაციით მიმართავს

2117
არუნ ხათრი (1)

ხალხური მედიცინის, „აიურვედას“ სპეციალისტი, არუნ ხათრი თავის გამომწერებს მორიგი რეკომენდაციით მიმართავს.

სოციალურ ქსელებში პოპულარული ხალხურ მედიცინის სპეციალისტი, ამჯერად კურკუმას სამკურნალო თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ კურკუმა კიბოს საწინააღმდეგო მცენარეა.

არუნ ხათრი თავის გამომწერებს რეცეპტსაც უზიარებს:

„კურკუმა კიბოს საწინააღმდეგო მცენარეა, ბუნებრივი საშუალებაა.

ინდოელები ათასობით წლებია კურკუმას იღებენ, საკვებს ურევენ და მიირთმევენ, ოღონდ პროპორციებს იცავენ.

ამიტომ არის, რომ ინდოეთში ყველაზე ნაკლებად ავადდებიან კიბოთი.

კურკუმაში შემავალი კურკუმინი, კლავს კიბოს…

რაც შეეხება რეცეპტს, კურკუმაში შეურიეთ თაფლი, (იხილეთ ვიდეო) გააკეთეთ ბურთულებად და მიირთვით საკვების მიღებამდე, ან კვების შემდეგ.

ის გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო საშუალებად, საუკეთესოა გულისთვის და ქოლესტერინის დასარეგულირებლად…
ეს კიბოს საწინააღმდეგო საუკეთესო წამალია…“ – ამბობს ვიდეომიმართვაში არუნ ხათრი.

ვიდეო: „თუ გაქვთ კენჭის პრობლემები ნაღველში ან თირკმელში, ეს რჩევა თქვენთვის არის…“- რას ამბობს ხალხური მედიცინის სპეციალისტი, არუნ ხათრი

დეტალური ვიდეოებისთვის გამოიწერეთ ჩემი არხი ❤️👇👇👇👇❤️ https://www.youtube.com/@TheArun8262

Posted by Arun khatri on შაბათი, 20 მაისი, 2023
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g